06.დეკემბერი.2018 19:29
ეკონომიკა

"ტექინსპექტირებისას ავტომობილების 60%-ის დახარვეზება ხდება"

"ტექინსპექტირებისას ავტომობილების 60%-ის დახარვეზება ხდება"
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოაციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილი აცხადებს, რომ ტექინსპექტირებისას ავტომობილების 60%-ის დახარვეზება ხდება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტექინსპექტირების ხაზებზე დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო კამერები, მონიტორინგის გაძლიერება საჭიროა.

ვაჟა იორდანიშვილის აზრით, მოსალოდნელია, რომ შემდეგ წელს გაიზრდება იმ ავტომობილების რიცხვი, რომლებიც ვერ გაივლიან ტექდათვალიერებას.

„მოთხოვნები გამკაცრებულია, მანამდე ყოველი მე-4 მანქანის დახარვეზება ხდებოდა, ახლა გამკაცრებულ პირობებში, დაახლოებით, 60%-ზეა ასული დახარვეზება, თან ახლა ვსაუბრობთ მაღალბიუჯეტიან ავტომობილებზე.

ცხადია, 2019 წლიდან, როდესაც სავალდებულო გახდება ტექინსპექტირება ყველასთვის, შესაძლოა, დახარვეზების პროცენტი გაიზარდოს. ამიტომ ვფიქრობ, საჭიროა, ოქროს შუალედის პოვნა და მხოლოდ მნიშვნელოვან პარამეტრებზე დახარვეზება, რომელიც ძირითადად ავტომობილის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი“,- აცხადებს ვაჟა იორდანიშვილი.

2018 წლიდან საქართველოში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება ეტაპობრივად დაიწყო. პირველი იანვრიდან დაიწყო იმ ავტომანქანების ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, მანამდეც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებოდნენ. ესენია: სამგზავრო და სატვირთო ავტომობილები. პირველი ივლისიდან ინსპექტირება სავალდებულოა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანებისთვის, ოქტომბრიდან კი - დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებისთვის. 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კი ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი - ანუ ყველა ავტომობილი.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

24.ივნისი.2019 13:11
39

„პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა“

ვრცლად
24.ივნისი.2019 12:57
169

"თიბისიმ" რუსეთის გადაწყვეტილების ეკონომიკური ზეგავლენის შეფასება გამოაქვეყნა

ვრცლად
24.ივნისი.2019 12:28
104

კახა კალაძე: პარტიის თავმჯდომარისგან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მოვისმინეთ

ვრცლად
24.ივნისი.2019 11:51
267

„ავიამიმოსვლის შეწყვეტა სიგნალია იმის, რომ რუსეთმა შესაძლოა უფრო მკაცრი ზომები მიიღოს“

ვრცლად
24.ივნისი.2019 10:49
625

ზაზა ოქუაშვილი თბილისში მიმდინარე მოვლენებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
24.ივნისი.2019 09:40
528

„ჯანდაცვა დღეს დამსგავსებულია ნათელმხილველების კონკურსს“

ვრცლად