20.ივლისი .2019 18:24

"თელავის ღვინის მარანი": "რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია"

views 853
უკან

“თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი რუსეთის ბაზარს ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვან და მომგებიან ბაზრად აფასებს, თუმცა, მისი პროდუქციიდან მხოლოდ 10% გააქვს მეზობელ ქვეყანაში.

როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან აცხადებს, ამის მიზეზი პრაგმატული მიდგომაა, რადგან დღევანდელი მმართველობის პირობებში რუსეთი მყარი ბაზარი არ არის.

“რასაკვირველია, რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია, პოზიტიური განწყობაც მაღალია. გაყიდვებისათვის ეს პოზიტიური განწყობა უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს ფაქტორი თანამედროვე ბაზარზე მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების დროს.

თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს პოლიტიკა და ამაში ჩარევა არ მინდა.

ჩვენს ბიზნეს ქცევას, რომ რუსეთში პროდუქციის მხოლოდ მცირე ნაწილი გაგვაქვს, განაპირობებს პრაგმატული გადაწყვეტილება, რომ რუსეთის გადაწყვეტილებები ხშირად არ არის მოტივირებული ბიზნესკანონებით, შესაბამისად, რუსეთის ბაზარი არამყარია ამ პოლიტიკური მმართველობის პირობებში”,- აცხადებს რამაზაშვილი.

თუმცა, მისივე თქმით, ქართული ღვინის რეალიზაციის დიდი მაჩვენებელი მოდის სწორედ რუსეთზე, ამიტომ შეფასებების გაკეთებისას არ უნდა დავივიწყოთ ისეთი მეწარმეები, რომლებიც სრულად დამოკიდებული არიან რუსეთზე.

“უშუალოდ ჩვენი მეურნეობა რამდენიმე ქვეყანაზეა ორიენტირებული, მათ შორის არის პოლონეთი, საიდანაც ღვინო გადის მთელ ევროპაში, ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარი, ყაზახეთი, უკრაინა, ბალტიის ქვეყნებია მნიშვნელოვანი, ასევე აშშ, ჰონგ-კონგი და ა.შ.”,- აცხადებს რამაზაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა