10.აპრილი .2016 11:07

"თაობის ცვლილება ის ჰგონიათ, რომ ერთი უნდა გარდაიცვალოს და შემდეგ მოვიდეს ახალგაზრდა"

views 1262
უკან

ბიზნესმენი თემურ ჭყონია, "ბიზნესკონტაქტთან" ბიუროკრატიული მართვის მექანიზმზე საუბრობს. როგორც ჭყონია აღნიშნავს, ქვეყანაშ ბიუროკრატია არც ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ შემცირებულა. მისივე თქმით, სახელმწიფო აპარატში დასაქმებულთა რიცხვი საკმაოდ დიდია და რეალობას არ შეესაბამება.
 
"ბიუროკრატიული მართვის მექანიზმი ვერ შეამცირეს. სახელმწიფო მართვის აპარატში თუ ნახავთ რამდენი ადამიანია დასაქმებული, არ შეიძლება საქართველოში იმდენი პროფესიონალი არსებობდეს, იმ განათლების სისტემით რაც ქვეყანაშია.

არ შეიძლება, რომ საკრებულოში, მერიაში გამგეობაში, იმდენი ხალხი მუშაობდეს და ამდენი ხალხი მართავდეს ქვეყანას.

რეგიონებში კატაასტროფული მდგომარეობაა, მარტივად მისაღებ გადაწყვეტილებასაც კი ვერ იღებენ. ამ უარს კი პრინციპულობის გამო ამბობენ.

საქართველოში კომუნისტური მენტალიტეტი ვერ აღმოიფხვრა.

გადახედეთ თაობას, ვინ მართავს პარლამენტში ქვეყანას. ჩვენ თაობების ცვლილებას შემდეგნაირად ველოდებით, რომ ერთი აუცილებლად უნდა გარდაიცვალოს და შემდეგ მოვიდეს მეორე. თაობის ცვლილება ჰგონიათ, რომ წინაპარი უნდა გარდაიცვალოს და ახალგაზრდას ადგილი შემდეგ უთავისუფლდება. ესე მიაჩნია ზოგს", - განაცხადა ჭყონიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა