12.იანვარი .2016 14:23

"სტამბოლში დაშავებულებს შორის ქართველების არსებობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის"

views 1114
უკან

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუშაობს ადგილობრივ სამართალდამცავებთან დამატებითი ცნობების მოპოვების მიზნით. „გენერალური საკონსულოს თანამშრომლები მიემგზავრებიან შემთხვევის ადგილზე ვითარების გაცნობის მიზნით. დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის. საერთაშორისო მედიის ცნობით დაღუპულია 10, დაშავებულია 15-მდე ადამიანი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა