12.ივნისი.2019 17:47
ეკონომიკა

"სიამოვნებით დავთანხმდი“ - ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

"სიამოვნებით დავთანხმდი“ - ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას ზურა ხაჩიძე აცხადებს, ის გეგმავს, საკუთარი გამოცდილება რეგიონის პოპულარიზაციისთვის გამოიყენოს.

მისივე თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე მას გასაუბრება  რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველ სოზარ სუბართან ჰქონდა.

„მიმდინარეობდა მოლაპარაკება, ინფორმაციები გავცვალეთ, შემდგომ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ბესიკ ამირანაშვილს შევხვდი და გამაცნეს ის პროექტები, რომელიც მას წელს და ასევე, მომავალ წელს აქვს დაგეგმილი; თანხმობა განვაცხადე და ეს პასუხისმგებლობა დიდი სიამოვნებით ავიღე. ეს თანამდებობა მათ შემომთავაზეს“, - განმარტა ზურა ხაჩიძემ.

ხაჩიძე რეგიონში კულტურის, სპორტის, განათლებისა და თვითმმართველობასთან ურთიერთობის მიმართულებით იმუშავებს.

„თუ ამ სფეროში ჩემს ქვეყანას ვჭირდები, მე მაქვს უდიდესი გამოცდილება ჩემი სფეროდან მენეჯმენტის საკითხში, ღონისძიებებში, ლოგისტიკაში და მინდა, რომ ჩემი რეგიონი პოპულარული გახდეს. უნდა დაიგეგმოს მეტი ღონისძიებები, რათა ამ რეგიონში მეტი კულტურული ღონისძიება იყოს, რადგან სამცხე-ჯავახეთს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ის გამოცდილება, რომელიც მე დამიგროვდა, მინდა, ზუსტად ამ მიმართულებით გამოვიყენო. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას,“ - განაცხადა ხაჩიძემ.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

19.ივნისი.2019 09:00
8

ივერი ქუცნაშვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გადავადებას მთავრობის არარეალისტური გეგმებით ხსნის

ვრცლად
18.ივნისი.2019 23:19
387

ნათია თურნავა „ეიპიემ ტერმინალსზე“: დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მეშვეობით არ ვისაუბრებთ

ვრცლად
18.ივნისი.2019 23:07
357

თურნავა ქობულიას საპასუხოდ აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის კომერციულ მომგებიანობას კვლევები ადასტურებს

ვრცლად
18.ივნისი.2019 21:10
1225

მსოფლიო ბანკი-ინვესტიციების შემცირებაზე: “საქართველო კუნძული არ არის”

ვრცლად
18.ივნისი.2019 20:20
334

“წიაღის სექტორში რეფორმა გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გააუმჯობესებას გულისხმობს”

ვრცლად
18.ივნისი.2019 20:17
288

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მხარი დაუჭირა

ვრცლად