11.თებერვალი.2016 15:20
ეკონომიკა

"შესაძლოა, სავიზო პოლიტიკით გარკვეული ზარალი მივიღოთ, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს ქვეყნის ინტერესია"

"შესაძლოა, სავიზო პოლიტიკით გარკვეული ზარალი მივიღოთ, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს ქვეყნის ინტერესია"
"საქართველო ირანში არსებული შესაძლებლობების გამოყენებაზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს", - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძე. "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას კალანდაძემ აღნიშნა, რომ საქართველომ ირანთან მიმართებაში, მსხვილი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების სწორი პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბოს.
 
როგორც კალანდაძე აღნიშნავს, სავიზო რეჟიმის დაწესებით ქვეყანამ შესაძლოა ფინანსური ზარალი მიიღოს, თუმცა მისი თქმით, პირველ რიგში ქვეყნის ინტერესები უნდა იდგეს.

"საქრთველო დიდი საერთაშორისო ინტერესების მქონე სახელმწიფოების სტრატეგიული პარტნიორია და ხშირად უწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის შემადგენელი ნაწილია. ძალიან მნიშვნელოვანია აქცენტები სწორად იქნას დასმული და ასევე სწორად იქნას გააზრებული მთელი ეს პროცესი. საქართველო ჩაკეტილი პოლიტიკის მქონე ქვეყანა არ არის. გართულებული სავიზო პოლიტიკის პირობებში, საქართველომ ბუნებრივია, გარკვეული ფინანსური ზარალი მიიღო, მაგრამ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ სასწორის მეორე მხარეს ის საერთო ინტერესი დევს, რომლის ნაწილიც საქართველოა.

ფაქტია, რომ ირანთან მიმართებაში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პოლიტიკა აბსოლუტურად განსხვავებული იყო. საქართველო ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და საქართველოს რიგ შემთხვევებში უწევს ხოლმე და ალბათ სამომავლოდაც მოუწევს, გარკვეულ დათმობებზე წასვლა. თუნდაც გარკვეული ფინანსური დანაკარგების კუთხით. საქართველო მაქსიმალურად ცდილობს ამ დიდი პოლიტიკის ჯაჭვში ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყოს და მაქსიმალურად რაციონალურად გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს რაც არსებობს.

ირანი რეგიონში ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ აქტორადაა ჩამოყალიბებული, როგორც ეკონომიკური, ისე საინვესტიციო თვალსაზრისით და საქართველო ირანში არსებული შესაძლებლობების გამოყენებაზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს.

მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ირანთან მიმართებაში მსხვილი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების სწორი პოლიტიკა ჩამოაყალიბოს. ირანის მხრიდან, ძალიან ბევრი კონკრეტული მიმართულებით მზაობაა", - ამბობს ლევან კალანდაძე.

16.ივლისი.2019 21:40
227

CNN-ი, Bloomberg-ი, Nat. Geo - მთავრობამ ამ კომპანიებს საქართველოს რეკლამა დაუკვეთა

ვრცლად
16.ივლისი.2019 21:24
77

"ტურიზმის სექტორში გამოწვევების დასაძლევად მომზადებულ გეგმაში მთავარ აქცენტს მცირე ზომის, უფრო საოჯახო ტიპის სასტუმროებზე ვაკეთებთ"

ვრცლად
16.ივლისი.2019 21:10
155

"სებ-სგან ველოდებით ბარიერების მოხსნას"-მიზეზები, რის გამოც მისო-ების ბაზარი მცირდება

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:44
153

მირკოსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი მცირდება

ვრცლად
16.ივლისი.2019 19:50
125

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე 3 მლნ ლარი დაიხარჯა

ვრცლად
16.ივლისი.2019 19:10
172

BAT „თბილისის თამბაქოს“ პასუხობს

ვრცლად