11.სექტემბერი .2019 20:15

"შესაძლოა, ამ წერილზე ბევრად უფრო პრობლემური ადამიანის ანაბეჭდი იყოს, ვიდრე - გახარიაა"

views 476
უკან

„ის, რომ წერილზე ბევრი ანაბეჭდია სულაც არ ნიშნავს, რომ შესაძლოა ამ წერილზე უშუალოდ გახარიას ანაბეჭდი იყოს“, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც სალაძე განმარტავს, წერილზე შესაძლოა იყოს დაბალი და მაღალი რანგის, ასევე სხვა ტიპის სამსახურთან ან პარტიასთან დაკავშირებული პირის ანაბეჭდები.

„მინიმუმ, როდესაც გაცხადდა კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები გამოკითხვის დროს, პროკურატურას ადამიანები უნდა გამოეკითხა და ამის შემდეგ უნდა ეთქვა ამ წერილს რაიმე იურიდიული ძალა უნდა ჰქონდეს, თუ - არა. ეს პროცედურა და ეს მოქმედება პროკურატურას არ შეუსრულებია, რაც თავისთავად აძლიერებს ეჭვს, რომ რა მოტივი შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას? თუ ის არის ობიექტური და დამოუკიდებელი გამოძიება, თუ მას რაიმე სხვა ინტერესი არ აქვს, როდესაც კონკრეტული ადამიანების სახელებს და გვარებს ასახელებენ, ამ ადამიანებს შემდგომში გამოძიება არ გამოკითხავს და მათგან ინფორმაციას არ მიიღებს.

პროკურატურამ ასევე კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები იცის; მარტივად შეუძლიათ პირველ ეტაპზე შეადარონ ამ წერილზე ვინმეს ანაბეჭდი თუ აღმოჩნდება იმიტომ, რომ თუ ეს წერილი სხვა ადამიანებმა ნახეს, არსებობს ალბათობა იმისა, რომ მათ ეს წერილი ხელში ეჭირათ და შესაძლოა, მათ ანაბეჭდებიც მოხვედრილიყო წერილზე.

ის, რომ წერილზე ბევრი ანაბეჭდია სულაც არ ნიშნავს, რომ შესაძლოა ამ წერილზე უშუალოდ გახარიას ანაბეჭდი იყოს, თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლის. საინტერესოა გამომგზავნი მხარის მხრიდან ვისი ანაბეჭდები იქნება ამ წერილზე, შესაძლოა ბევრად უფრო პრობლემური ადამიანის ანაბეჭდი იყოს  ამ წერილზე, ვიდრე ეს შეიძლება იყოს გახარია. შესაძლოა ეს იყოს დაბალი და მაღალი რანგის, ასევე სხვა ტიპის სამსახურთან ან პარტიასთან დაკავშირებული პირი, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია, ვიცოდეთ ვინ რა ფორმით მონაწილეობდა ამ პროცესში", - განაცხადა სალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა