15.იანვარი.2016 17:45
ეკონომიკა

"შეგვიმცირდა, როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი, თუმცა შემცირება არის საკმაოდ ჯანსაღი"

"შეგვიმცირდა, როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი, თუმცა შემცირება არის საკმაოდ ჯანსაღი"
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი წლიურად ექსპორტის 23%-ით ხოლო იმპორტის 10%-ით შემცირებას ჯანსაღ პროცესად მიიჩნევს და აცხადებს, რომ 2015 წელი მარტივი არ იყო. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"შეგვიმცირდა, როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი. თუმცა შემცირება არის საკმაოდ ჯანსაღი. შემცირება არის მოხმარების ნაწილში და არა კაპიტალური ინვესტიციების ნაწილში. დღეს ჩვენი ეკონომიკისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები განხორციელდეს ინფრასტრუქტურაში, ახალ საწარმოებში, ფაბრიკებში. განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი პირველ რიგში მოხმარებაა, თუ რამდენ ფულს ხარჯავს თითოეული ადამიანი ეკონომიკაში. ჩვენ ჯერ ამ დონემდე მისული არ ვართ. ამიტომ ის მოვლენა რაც ჩვენს ეკონომიკაში მოხდა მიუთითებს მის სიჯანსაღეზე", - განაცხადა მინისტრმა. 
 
შეგახსნებთ, რომ საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9928 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2204 მლნ. აშშ დოლარი იყო ანუ 23 პროცენტით ნაკლები, ხოლო იმპორტი 7724 მლნ. აშშ დოლარი, რაც 10 პროცენტით ნაკლებია.

24.ივნისი.2019 21:30
24

„ჩვენ ვუსმენთ ბიზნესს“ - თურნავა ე.წ. ტურისტული ემბარგოს თემაზე ტურიზმის ინდუსტრიას შეხვდა

ვრცლად
24.ივნისი.2019 21:00
152

სოსო ბერიკაშილი "ტურისტულ ემბარგოზე": არ უნდა დავპანიკდეთ, ამით ქვეყანა არ დაიქცევა

ვრცლად
24.ივნისი.2019 19:24
213

ISET: ავიამომოსვლის გაუქმებით, საფრთხე საქართველოს მშპ-ის 0.5%-ს ემუქრება

ვრცლად
24.ივნისი.2019 19:05
119

27 ივნისს, მამუკა ბახტაძე პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს

ვრცლად
24.ივნისი.2019 18:20
1079

თუ არცერთი რუსი ტურისტი არ შემოვა - გათვლები რადიკალური სცენარისთვის

ვრცლად
24.ივნისი.2019 17:18
314

ტურისტულ ადგილებში საგადასახადო შეღავათების შემოღება - „საქმიანი წინადადება“ მთავრობას

ვრცლად