12.ივლისი .2019 18:40

"შაჰ-დენიზი 2’’- ს დიდი ბრიტანეთის სამეფო აკადემიის ჯილდო გადაეცა

views 260
უკან

შაჰ დენიზის მეორე ფაზის პროექტში მონაწილე ინჟინრებს დიდი ბრიტანეთის სამეფო საინჟინრო აკადემიის ჯილდო მიენიჭათ.

აზერბაიჯანული გამოცემების ცნობით, "დიდი პროექტის" საპატიო წოდება პროექტში ჩართულ ინჟინრებს, 2019 წელს რეალიზაციაში თანამშრომლობისა და დარგის განვითარებისთვის ლონდონში გუშინ გადაეცათ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ შაჰ-დენიზი -2 ხელს შეუწყობს ევროპის მომავალ ენერგეტიკულ საჭიროებებს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროკავშირის ქვეყნებისთვის.

შაჰ დენიზი 2 (ზღვის მეფე) კასპიის ზღვის ნაპირიდან 70 კილომეტრის სიღრმეში აზერბაიჯანის სექტორში მდებარეობს. რეზერვუარი აქ 1999 წელს აღმოაჩინეს და ის დღემდე მსოფლიოს უდიდეს გაზის კონდენსატის საბადოდ ითვლება.

ის ახალი “სამხრეთის გაზის დერეფნის” საწყისი წერტილია.

მეორე ეტაპის ფარგლებში, წელიწადში დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნება წარმოებული. აქედან 6 მილიარდი თურქეთს, ხოლო 10 მილიარდი - ევროპას მიეწოდება. პიკის პერიოდში, შაჰ დენიზს წელიწადში 26 მილიარდ კუბურ მეტრ გაზისა და დღეში 120,000 ბარელი ნავთობის წარმოება მოუწევს.