მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია - NDI

BM.GE
02.02.23 16:52
192
საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით ევროკავშირის მხარდაჭერა, 81%-მდე გაიზარდა, თუმცა ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს ან საკმარისს არ აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. მსგავსი ტენდენციაა ნატოსთან მიმართებაშიც - მოსახლეობის უმრავლესობა 73 პროცენტი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას კვლავ უჭერს მხარს. კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკურ გამოწვევებს უკავშირდება - ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე მოქალაქეების მთავარი წუხილია. რა აწუხებს ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეებს?