27.მაისი.2019 15:31
ეკონომიკა

"სახელმწიფო კომპანიები საპარტნიორო ფონდის მფლობელობაში არ უნდა იყოს"

"სახელმწიფო კომპანიები საპარტნიორო ფონდის მფლობელობაში არ უნდა იყოს"
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს დავით საგანელიძეს ამ წუთებში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ, სადაც ის დეპუტატებს ფონდის საქმიანობასა და საინვესტიციო პროექტებს აცნობს.

ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, პარლამენტში „საპარტნიორო ფონდის“ მოსმენაზე საუბარი გაცილებით ადრე, თავად საგანელიძის მოთხოვნით დაიწყო. ქვეყნის უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვენელი აცხადებს, რომ დეპუტატები საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციისთვის ფონდში ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მოიწვია.

რაც შეეხება ქობულიას განცხადებას ფონდის არაეფექტიან საქმიანობასთან დაკავშირებით, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი მას ეთანხმება და პარლამენტის ტრიბუნიდან აცხადებს, რომ ამის თაობაზე ჯერ კიდევ ფონდში მისვლამდე ღიად საუბრობდა.

მისი განცხადებით, ფონდის რესტრუქტურიზაციიის აუცილებლობა დღესაც აქტუალურია. საგანელიძის თქმით, ფონდის შვილობილი, ისეთი სტრატეგიული ობიექტები როგორებიცაა საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და სხვა, რომლებსაც „საპარტნიორო ფონდი“ არ მართავს, ფონდის მფლობელობაში არ უნდა იყოს. საგანელიძის აზრით, ფონდს ალტერნატიული ფინანსური რესურსების მოზიდვის შესაძლებლობა უნდა გაუჩნდეს.

მისივე თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციებით შედგენილი ფონდის რეფორმირების პროექტი უკვე შეტანილია მთავრობაში განსახილველად.

საგანელიძის განცხადებით, ფონდის რეფორმირების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, როდესაც კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ფონდის შვილობილი კომპანიების (სს „საქართველოს რკინიგზისა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“) 400 მლნ ლარზე მეტი ზარალი ფონდის ზარალად ჩაითვალა. ზარალი აღნიშნული კომპანიების აქტივების გაუფასურებით იყო განპირობებული მაშინ, როდესაც აღნიშნული შვილობილი კომპანიების ზარალის გამორიცხვით, ფონდის საინვესტიციო პროექტების მოგებამ, სხვა დანარჩენ შვილობილ კომპანიებთან ერთად, 192.6 მილიონი ლარი შეადგინა.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ფონდის მიერ საკუთარი ბიზნეს პროექტების განხორციელების მიზნით, მაღალტექნოლოგიური წარმოების, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორებში 48 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მათი საშუალო მოგება 14.8%-ს შეადგენს, ყოველ დახარჯულ 1 აშშ დოლარზე მოზიდული ინვესტიცია კი 7 აშშ დოლარია.

დავით საგანელიძის განცხადებით, 2017 წლიდან წინა წლებში „კრედიტ სვისისგან“ აღებული 150 მლნ აშშ დოლარიანი სესხის ძირითადი თანხის დაფარვა დაიწყო და 2018 წელს ის 87 მილიონ დოლარამდე შეამცირა.

დავით საგანელიძემ იმ სექტორების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ფონდისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტს წარმოადგენს: მაღალტექნოლოგიური საწარმოები, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები, სოფლის მეურნეობის დარგები, ასევე, რეგიონებში აუთვისებელი საინვესტიციო პოტენციალის კვლევის მიმართულება.

„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

19.ივნისი.2019 09:00
165

ივერი ქუცნაშვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გადავადებას მთავრობის არარეალისტური გეგმებით ხსნის

ვრცლად
18.ივნისი.2019 23:19
400

ნათია თურნავა „ეიპიემ ტერმინალსზე“: დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მეშვეობით არ ვისაუბრებთ

ვრცლად
18.ივნისი.2019 23:07
374

თურნავა ქობულიას საპასუხოდ აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის კომერციულ მომგებიანობას კვლევები ადასტურებს

ვრცლად
18.ივნისი.2019 21:10
1296

მსოფლიო ბანკი-ინვესტიციების შემცირებაზე: “საქართველო კუნძული არ არის”

ვრცლად
18.ივნისი.2019 20:20
343

“წიაღის სექტორში რეფორმა გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გააუმჯობესებას გულისხმობს”

ვრცლად
18.ივნისი.2019 20:17
295

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მხარი დაუჭირა

ვრცლად