11.თებერვალი.2016 17:07
საფინანსო სექტორი

"სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ლარის გაცვლით კურსზე ნაკლებად მოქმედებს"

"სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ლარის გაცვლით კურსზე ნაკლებად მოქმედებს"
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ლარის გაცვლით კურსზე ნაკლებად მოქმედებს. როგორც კაკაურიძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, დეფიციტის უმეტესი ნაწილი დონორებიდან დაფინანსებული პროექტების ფარგლებშია.

"შესაბამისად, იმ დეფიციტურ ხარჯვას მოჰყვება დეფიციტური დაფინანსების წყაროები - ეს არის ვალუტის შემოდინება ქვეყანაში", - აღნიშნა კაკაურიძემ. მისივე თქმით, გარკვეულ პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა აუცილებლად იქნება, ვინაიდან მთავარი ფინანსური დოკუმენტი 3%-იან დეფიციტზეა დაგეგმილი.

"საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლების ძირითადი წყაროა. არის სავადოები და ამ სავადოების მიხედვით, მარტში, ივნისში, სექტემბერში, ოქტომბერსა და დეკემბერში დიდი მოცულობის თანხების შემოსვლა ხდება. ამიტომ ყოველთვიურად თანაბარი შემოსავლები რა თქმა უნდა, არ გვექნება და ზოგიერთ თვეში დეფიციტი, ზოგ შემთხვევაში კი პირიქით - პროფიციტი იქნება", - განაცხადა კაკაურიძემ.

ფინანსთა სამინისტროს 11 თებერვლის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დღემდე საბიუჯეტო გადასახადების სახით 698.5 მილიონი ლარია მობილიზებული, ხარჯები კი - 968.3 მილიონ ლარს შეადგენს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა და 2,47 შეადგინა.

20.ივლისი.2019 11:40
201

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სმარტ ინვესტს” რეგისტრაცია გაუუქმდა

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:50
404

"სამომხმარებლო სესხების რაოდენობა თვიდან-თვემდე მნიშვნელოვნად იკლებს"

ვრცლად
18.ივლისი.2019 12:26
277

სებ-ი ADB-ის მიერ ლარის ობლიგაციების გამოშვებას მიესალმება

ვრცლად
18.ივლისი.2019 11:47
95

საბკულტურა - ღია სივრცე წიგნის მოყვარულთათვის

ვრცლად
17.ივლისი.2019 16:00
782

თამაზ გიორგაძის დაფუძნებულ Raisin-ში Goldman Sachs-მა €25 მნლ ჩადო

ვრცლად
17.ივლისი.2019 13:07
60

"ბაზისბანკმა" აღმაშენებლის გამზირზე განახლებული სერვისცენტრი გახსნა

ვრცლად