08.მაისი.2016 21:47
ბიზნესი

"სავინო" - ღვინის ჩამოსასხმელი პირველი აპარატი თბილისში

"სავინო" - ღვინის ჩამოსასხმელი პირველი აპარატი თბილისში
საქართველოში ღვინის ჩამოსასხმელი აპარატი "სავინო“ გამოჩნდა. აპარატის დიზაინი ზვიად ციკოლიას ეკუთვნის და მისი კონცეფცია უკვე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაშია დაპატენტებული.

ჩამოსასხმელი აპარატი "სმარტის“, "გუდვილისა" და "კარფურის“ სუპერმარკეტებში დგას. სულ ათამდე წერტილია, მაგრამ კომპანია უახლოეს პერიოდში ქსელის გაფართოვებას გეგმავს.

როგორც კომპანიაში "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადეს, აპარატი ღვინოს ბუნებრივ თვისებებს უნარჩუნებს, მომხმარებელს რეკომენდირებულ ტემპერატურაზე სთავაზობს და მისი ფალსიფიკაცია დაუშვებელია.

"ბოლო დროს საქართველოში ღვინის ხარისხი ერთმნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოთლის ღვინის ფალსიფიკაცია, ფაქტობრივად,შეუძლებელია.

სულ სხვა სურათი გვაქვს ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის კუთხით. მაღაზიებში ჩამოსასხმელი ღვინო, როგორც წესი 3-5 ლიტრიან გამჭვირვალე პლასტამასის ტარაში გვხვდება. ამ ფორმით ღვინო დახლზე შეიძლება რამდენიმე კვირა და თვეც კი იდოს. ღვინოზე ცუდად მოქმედებს მზის შუქი, ტემპერატურა და ის ბუნებრივ თვისებებს კარგავს.

სწორედ ამიტომ, ჩვენმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა კონცეფციაზე, რომელიც არა მარტო სრულიად დაიცავდა ჩამოსასხმელ ღვინოს ფალსიფიკაციისგან, არამედ მომხმარებელს მას მიაწვდიდა მაქსიმალურად კომფორტული ფორმით", - განმარტავენ იდეის ავტორები.

თითოეულ აპარატს ემსახურება კონსულტანტი, რომელიც ჯერ ღვინის დაჭაშნიკებას სთავაზობს კლიენტს, შემდეგ კი ღვინოს ორლიტრიან ბოთლში ასხავს. ამ ეტაპზე "სავინოს“ აპარატით „რქაწითელის“ შეძენაა შესაძლებელი. ერთი ლიტრი „სავინოს“ ფასი 3.90-3.95ლარია.

""სავინოს“ ღვინო კახური ტრადიციების მიხედვით მზადდება. მისი ისტორია ალაზნის ვენახებიდან იწყება და ძირძველი კახური ტრადიციებით იწურება. მასში ყველა ის თვისებაა გაერთიანებული, რაც საუკეთესო ღვინოს უნდა ჰქონდეს“, - ამბობენ "სავინოში“.

15.ივნისი.2019 11:20
3299

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1130

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
415

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
503

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
645

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1263

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად