14.აგვისტო .2019 19:25

"სავაჭრო ქსელებში პროდუქცია სექტემბრის პირველი ნახევრიდან გაძვირდება"

views 348
უკან

სადისტრიბუციო კომპანიებმა პროდუქციაზე ფასები უკვე 5%-დან 15%-მდე გაზარდეს, თუმცა სავაჭრო ქსელებში პროდუქციაზე ფასის მატება სექტემბრის პირველი ნახევრიდან აისახება. ამის შესახებ BM.GE-ს „დისტრიბუტორთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განუცხადა.

როგორც ჭყონია განმარტავს, ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი ლარის კურსის ბოლოდროინდელი არასტაბილურობა და საწვავის ფასის ზრდაა.

„ამ ეტაპზე ფასის ზრდაზე სუპერმარკეტებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სექტემბრის პირველი ნახევრიდან პროდუქციაზე ფასების ზრდა დიფერენცირებულად მოხდება. პირველ ეტაპზე გარკვეულ პროდუქციაზე ფასის ზრდა 5%-ით, მეორე ეტაპზე 10%-ით, ხოლო მესამე ეტაპზე 15%-ით მოხდება. როდესაც ლარის კურსი 2.90 ნიშნულზეიყო, სწორედ მაშინ პირველადი მოხმარების კვების პროდუქტებზე ფასის ზრდა მოხდა, მათ შორის: შაქარზე, ბურღულეულზე და ბოსტნეულზე.

2.70-იანი ნიშნულის შემდეგ ბიზნესისთვის კურსი პრობლემას წარმოადგენს. ამ მაჩვენებლის შემდეგ ფასის ცვლილება გარდაუვალია, რადგან ბიუჯეტი 2.63-ზეა დათვლილი“ - განაცხადა ჭყონიამ.


BM.GE სხვადასხვა მსხვილ სავაჭრო ობიექტებთან ფასის მატების საკითხზე სიტუაციის გარკვევას შეეცადა, თუმცა რამდენიმე მათგანმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მაგალითად, „ორ ნაბიჯში“ განაცხადეს, რომ ფასების მატებაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა