14.აგვისტო.2019 19:25
ეკონომიკა

"სავაჭრო ქსელებში პროდუქცია სექტემბრის პირველი ნახევრიდან გაძვირდება"

"სავაჭრო ქსელებში პროდუქცია სექტემბრის პირველი ნახევრიდან გაძვირდება"
სადისტრიბუციო კომპანიებმა პროდუქციაზე ფასები უკვე 5%-დან 15%-მდე გაზარდეს, თუმცა სავაჭრო ქსელებში პროდუქციაზე ფასის მატება სექტემბრის პირველი ნახევრიდან აისახება. ამის შესახებ BM.GE-ს „დისტრიბუტორთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განუცხადა.

როგორც ჭყონია განმარტავს, ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი ლარის კურსის ბოლოდროინდელი არასტაბილურობა და საწვავის ფასის ზრდაა.

„ამ ეტაპზე ფასის ზრდაზე სუპერმარკეტებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სექტემბრის პირველი ნახევრიდან პროდუქციაზე ფასების ზრდა დიფერენცირებულად მოხდება. პირველ ეტაპზე გარკვეულ პროდუქციაზე ფასის ზრდა 5%-ით, მეორე ეტაპზე 10%-ით, ხოლო მესამე ეტაპზე 15%-ით მოხდება. როდესაც ლარის კურსი 2.90 ნიშნულზეიყო, სწორედ მაშინ პირველადი მოხმარების კვების პროდუქტებზე ფასის ზრდა მოხდა, მათ შორის: შაქარზე, ბურღულეულზე და ბოსტნეულზე.

2.70-იანი ნიშნულის შემდეგ ბიზნესისთვის კურსი პრობლემას წარმოადგენს. ამ მაჩვენებლის შემდეგ ფასის ცვლილება გარდაუვალია, რადგან ბიუჯეტი 2.63-ზეა დათვლილი“ - განაცხადა ჭყონიამ.


BM.GE სხვადასხვა მსხვილ სავაჭრო ობიექტებთან ფასის მატების საკითხზე სიტუაციის გარკვევას შეეცადა, თუმცა რამდენიმე მათგანმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მაგალითად, „ორ ნაბიჯში“ განაცხადეს, რომ ფასების მატებაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

21.აგვისტო.2019 19:30
17

ქარელში "რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობა იგეგმება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:00
43

ფილარმონიის ბედი კვლავ გაურკვეველია - ეკონომიკის სამინისტრო 6 თვეა ფიქრობს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:45
83

„რაინეარის" კომერციული დირექტორი: „ეს მხოლოდ დასაწყისია"

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:29
155

ნიკა გვარამია: ვაკეთებ ამბიციურ TV-ს, ინვესტორები - არის... ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:01
73

ჩოგოვაძე: Ryanair-ის შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაუახლოვდება ევროპას და ევროპა - საქართველოს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 17:13
103

ნათია თურნავა: „საქართველოს პრემიერსა და „რაინეარს" შორის გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ 2019 წელს დაანონსებულ სამ მიმართულებას კიოლნის მიმართულებაც დაემატება"

ვრცლად