07.აპრილი.2016 12:15
საზოგადოება

"საუკეთესო ინოვაციური სერვისი" - საქართველოს "112"-მა მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის გაიმარჯვა

"საუკეთესო ინოვაციური სერვისი" - საქართველოს "112"-მა მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის გაიმარჯვა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს "112“-ის დეპარტამენტი, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის, მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის, გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა.
 
6 აპრილს, პრაღაში, ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს "112“ ნომინაციაში - "ინოვაციური სერვისი“ სმს და ვიდეოზარის სერვისით - საუკეთესოდ აღიარეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ახალი სერვისი ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს. "სმს და ვიდეოზარის სერვისით სარგებლობა24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. სერვისი უფასოა და მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს. „112“-ში შესულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები იღებენ. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.112.ge", - განმარტავენ შსს-ში. 

პროექტი გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA) დაჯილდოების ცერემონიას სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ატარებს. სპეციალური ჯილდო კონკრეტულ პირებსა და ორგანიზაციებს, დისპეტჩერებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის იმ ცენტრებს გადაეცემათ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ერთიანი საგანგებო ნომრის - „112“-ის მომსახურების გაუმჯობესებისა და ცნობადობის გაზრდის პროცესში.

დაჯილოდების ცერემონიას პრაღაში, საქართველოს შსს-ს „112“-ის დეპარტამენტის წარმომადგენლების გარდა, 82 ქვეყნის 600-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, მათ შორის, გადაუდებელი დახმარების სფეროს ექსპერტები, ევროპარლამენტარები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წევრები. ცერემონიის დასრულების შემდეგ, მიწვეულმა სტუმრებმა გამოფენა დაათვალიერეს, სადაც გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში უახლეს ტექნოლოგიებსა და მიღწევებს გაეცნენ.

საქართველო ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის 3 სექტემბერს გახდა.



22.ივლისი.2019 10:25
192

სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ვრცლად
22.ივლისი.2019 10:24
42

ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ნაძალადევის რაიონში გაიმართა

ვრცლად
22.ივლისი.2019 10:12
115

მორიგებით დასრულებული 7 ათასამდე საქმე - 2019 წლის 6 თვის სტატისტიკა

ვრცლად
21.ივლისი.2019 22:00
117

აჭარაბეთის სპორტის სახე რივალდო თბილისშია

ვრცლად
21.ივლისი.2019 15:18
518

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ცნობით, მათ მოთხოვნებზე ქიბარ ხალვაშისგან უარი მიიღეს

ვრცლად
21.ივლისი.2019 15:06
532

16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

ვრცლად