11.ივლისი.2019 15:05
ეკონომიკა

"საქართველოში ბიზნესის კეთების ორი მთავარი უპირატესობაა - ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და დაბალი გადასახადები"

"საქართველოში ბიზნესის კეთების ორი მთავარი უპირატესობაა - ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და დაბალი გადასახადები"
"საქართველოში ბიზნესის კეთების ორი მთავარი უპირატესობაა - ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და დაბალი გადასახადები," – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს.

მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და ასევე ყურადღება საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წამყვან პოზიციებზე გაამახვილა.

როგორც ნათია თურნავამ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2018 წელს ეკონომიკური ზრდა მდგრადი იყო და ყველა უკანასკნელი შეფასებით, 2019 წელს საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი (4.6% -ით) ექნება.

„საქართველო, 3,7 მილიონიანი მოსახლეობით, შეიძლება არ მოგეჩვენოთ მომგებიან ბაზრად, თუმცა თუ საქართველოს შეხედავთ, როგორც რეგიონალურ ჰაბს, მაშინ ვითარება სულ სხვანაირი იქნება. ჩვენ ვხედავთ საქართველოს, როგორც კარიბჭეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ ცენტრალურ აზიის, ევროკავშირის, შემდეგ კი დასავლურ და აღმოსავლეთის ბაზრებზე," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში ინვესტორებს შეუძლიათ ისარგებლონ 2,3 მილიარდიან ბაზარზე წვდომით საბაჟო ტარიფების გარეშე და ამ შესაძლებლობას ქმნის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ჩინეთთან, (მათ შორის ჰონკონგთან), EFTA-სა და დსთ-ს ქვეყნებთან, უკრაინასთან და თურქეთთან და სხვა.

საინვესტიციო ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ავტორი: თელარა გელანტია

23.ივლისი.2019 09:45
22

მთავრობამ 2019 წლის 6 თვეში დაგეგმილზე მეტი ვალი აიღო

ვრცლად
23.ივლისი.2019 00:05
323

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

ვრცლად
22.ივლისი.2019 23:00
277

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

ვრცლად
22.ივლისი.2019 22:00
1541

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

ვრცლად
22.ივლისი.2019 21:00
285

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:40
833

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

ვრცლად