15.ივნისი.2019 21:07
ეკონომიკა

"საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია, რომ აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმოს"

"საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია, რომ აშშ-თან თავისუფალი  ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმოს"
უახლოეს პერიოდში აშშ-სთან ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი, რომელიც მოიცავს როგორც ეკონომიკას, ასევე სხვა მიმართულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმოს.


პრემიერის განცხადებით, საქართველოს მხარდამჭერი აქტში კონკრეტულად არის აღნიშნული, რომ შემდეგი პრიორიტეტი უნდა იყოს სწორედ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.


„მე ნამდვილად ვერ დავემსგავსები წინა ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, რომელსაც ჯერ კონსულტაციებიც კი არ ჰქონდა გავლილი პარტნიორებთან და ისე აანონსებდნენ სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის, აქედან გამომდინარე მე მოვლენებს წინ ნამდვილად არ გავუსწრებ.

ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ უახლოეს პერიოდში ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებზე იქნება ხელი მოწერილი, რომელიც მოიცავს როგორც ეკონომიკას, ასევე სხვა მიმართულებებს. ერთ-ერთ ასეთ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა ჩვენი შეხვედრის შედეგად კომერციის მდივანთან. როგორც მოგეხსენებათ, კომერციის დეპარტამენტსა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმდა მემორანდუმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი.

ჩვენი სტრატეგია ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ წარმოგვიდგენია საქართველო, როგორც რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და ბუნებრივია, ამ სტარტეგიის რეალიზაციაში მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკას აქვს თავისი განსაკუთრებული როლი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელზეც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით. ეს ასახულია მათშორის ერთობლივ დეკლარაციაში, სადაც ნათლად არის ნათქვამი, რომ სწორედ საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ცენტრი.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მივაღწიოთ მთავარს, რომ საქართველოში ჩვენ დავძლიოთ სიღარიბე. მე ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინე, სრულიად უსაფუძვლო , რომ ჩვენ როდესაც ვაცხადებთ, რომ სწორედ საქართველო გახდება რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, რომ ამის წინაპირობები არ არსებობს და ჩვენმა თითოეულმა გადადგმულმა ნაბიჯმა დაადასტურა ის, რომ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ეკონომიკები თანხმდებიან, რომ სწორედ საქართველოს აქვს ის შესაძლებლობა, რესურსი და რაც მთავარია პოლიტიკური ნება და განწყობა, რომ რეგიონის ცენტრად იყოს წარმოდგენილი მხოლოდ საქართველო.

შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფალ ვაჭრობაზე, ბუნებრივია, ეს არის ის, რაზეც საქართველოს მთავრობა არის სრულად ორიენტირებული.

მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ კონგრესში ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის წარდგენა მოხდა, ეს არის საქართველოს მხარდამჭერი აქტი, სადაც წერია კონკრეტულად, რომ შემდეგი პრიორიტეტი უნდა იყოს სწორედ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, მაგრამ მოდით, ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული მთავრობა, არ გავუსწროთ მოვლენებს წინ. მე ვიცი და შემიძლია ავიღო სრული პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებითაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა გადავა სრულიად განსხვავებულ, ახალ ეტაპზე. ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლებ მოკლე ვადებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ავტორი: თელარა გელანტია

20.ივლისი.2019 13:31
61

1,5 მლნ ლარის ინვესტიცია - შიდა ქართლში მეფრინველეობის ფერმა აშენდა

ვრცლად
20.ივლისი.2019 13:15
130

“საპარტნიორო ფონდის” პროექტი - ჩამოწერილი ჯარიმები და გადავადებული ვალდებულებები

ვრცლად
20.ივლისი.2019 12:46
89

ფინანსთა მინისტრი: მოსახლეობასთან შედგა ღია დიალოგი - სადაც კრიტიკა იყო საჭირო, გვესმოდა კრიტიკა

ვრცლად
20.ივლისი.2019 12:11
100

top 5 დაცული ტერიტორია საქართველოში, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ

ვრცლად
20.ივლისი.2019 11:05
389

„$37,000 უკან გადავრიცხე - ინდოეთში“, - ბიზნესის პრობლემები ინდოეთიდან ტურისტების მოზიდვისას

ვრცლად
20.ივლისი.2019 10:20
119

აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისთვის 200 ათასი ევრო დაიხარჯება

ვრცლად