17.ივლისი.2019 17:29
ეკონომიკა

"საქართველოს ეკონომიკა გაძეძგილია რუსული კომპანიებით"

"საქართველოს ეკონომიკა გაძეძგილია რუსული კომპანიებით"

„ჯერ კიდევ 2006 წელს საქართველოში ძალიან ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ რუსეთი სტრატეგიული პარტნიორი არ არის. რომც იყოს შეთანხმებები, ის ამ შეთანხმებებს არაფრად დაგიდევს და მას თავისუფლად დაარღვევს,“ - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ რუსულ ტურისტულ ემბარგოზე საუბრისას განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ, სადაც პროფესორები ეკონომიკის მინისტრს ხვდებიან.

პაპავას განმარტებით, რუსეთ-საქართელოს შორის ურთიერთობების სწრაფი გაწყვეტა საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზარალებელი იქნება.

„ჩვენ რუსეთს გარკვეული შეღავათი გავუკეთეთ, როდესაც დავთანხმდით მის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რადგან ვთვლიდით, რომ მის ქცევას საერთაშორისო ვალდებულებები შეზღუდავდა. სამწუხაროდ, არც ეს აღმოჩნდა საკმარისი.

მოსკოვის ქცევა ეკონომიკური რაციონალურობიდან ძალიან შორს არის, ის ხშირად პოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას.

უნდა გვქონდეს თუ არა რუსეთთან ურთიერთობა? რუსეთთან ურთიერთობა გვაქვს და ვერც გამოვრიცხავთ იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკა გაძეძგილია რუსული კომპანიებით და ქართული მოსახლეობის სერიოზული ნაწილი რუსეთშია გადახვეწილი. ამიტომ, ერთი ხელის დაქნევით ურთიერთობები ჩავჭრათ ეს საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზარალებელი იქნება.“ - განმარტა პაპავამ.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

20.აგვისტო.2019 21:51
199

„ანგარიშების დაყადაღება არის ზეწოლა ხაზარაძე-ჯაფარიძეზე, რომ პოლიტიკაში არ გამოჩნდნენ“

ვრცლად
20.აგვისტო.2019 21:20
75

ლონდონის საფონდო ბირჟის კვირის მიმოხილვა

ვრცლად
20.აგვისტო.2019 21:05
177

შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა ჩაატარა - რუსული რუბლით ვაჭრობის ფაქტები დადასტურდა

ვრცლად
20.აგვისტო.2019 20:40
239

რა მიზანი აქვს ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას? - მამუკა ხაზარაძის ვერსიები

ვრცლად
20.აგვისტო.2019 20:25
1343

მამუკა ხაზარაძე: პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა

ვრცლად
20.აგვისტო.2019 20:00
129

ეკონომისტი: უმუშევრობის შემცირებაზე მონაცემები მეთოდოლოგიურად სწორია, თუმცა რეალობა სხვაა

ვრცლად