11.ივლისი .2019 13:30

"საქართველო არის პლატფორმა, რომლის მდებარეობაც კომპანიებს დიდ შესაძლებლობებს აძლევს"

views 332
უკან

ბიზნესის წარმოების სიმარტივის, სტაბილურობის და კანონის უზენაესობის, ასევე ყველა უშუალო თუ სხვა მეზობელთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, დღეს საქართველო საუკეთესო ადგილია რეგიონში ბიზნესის დასაწყებად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არის პლატფორმა, რომლის მდებარეობაც კომპანიებს დიდ შესაძლებლობებს აძლევს.


„ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიულად განლაგებული საქართველო არის ბუნებრივი ხიდი ამ ორ კონტინენტს შორის, რომელიც ევროკავშირთან ვაჭრობაში მომსახურებას სთავაზობს ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას. ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო იქცევა ბიზნესის, ინვესტიციების, ფინანსების, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობის და ლოგისტიკის ცენტრად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა