23.აპრილი.2019 15:21
საფინანსო სექტორი

"საპროცენტო განაკვეთები ხშირად 1000%-ს აღწევდა, ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემა"

"საპროცენტო განაკვეთები ხშირად 1000%-ს აღწევდა, ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემა"
„საბანკო რეგულაციების მთავარი მიზანია, ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საბანკო რეგულაციების აუცილებლობაზე საუბრისას.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წლების მანძილზე, დაკრედიტების პროცესში ჩამოყალიბდა რამდენიმე არასწორი პრაქტიკა და გამოწვევა. ფინანსთა მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დოლარიზაციის მაღალი დონე დაასახელა, ასევე, ისაუბრა სესხების გაცემის უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე, რაზეც ქვეყანას მიუთითებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები.

„შრომისუნარიანი მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი, იყო შავ სიაში. ე.წ. ონლაინ სესხები გაიცემოდა, ძირითადად,სამომხმარებლო დანიშნულებით და საპროცენტო განაკვეთები ხშირად ათას პროცენტს აღწევდა. ეს არ არის მარტო სოციალური საკითხი. ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემა. როგორ წარმოგიდგენიათ გრძელვადიანი ეკონომიკის ზრდა, როდესაც სამუშაო ძალის უდიდესი ნაწილი განწირულია არაფორმალურ სექტორში მუშაობისთვის" , - აღნიშნაფინანსთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, საბანკო სექტორის წინა წლების დაკრედიტება, ძირითადად, მოდიოდა სამომხმარებლო სესხებზე და გვერდს უვლიდა მწარმოებლურ სექტორებს.
„დარწმუნებული ვარ, შემოღებული რეგულაციები, ამ მიმართულებით სურათს შეცვლის. ჩვენ ვაკვირდებით არსებულ დინამიკას და მინდა გითხრათ პოზიტიური ტენდენციებია. კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არსებული რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

21.მაისი.2019 19:11
337

დირექტორის თანამდებობიდან გიორგი კალანდარიშვილი "ლიბერთის" ბორდში ინაცვლებს

ვრცლად
21.მაისი.2019 18:18
790

"ლიბერთი ბანკის" დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა თანამდებობა დატოვა

ვრცლად
21.მაისი.2019 14:53
93

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, ქართველმა მეღვინეებმა ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

ვრცლად
21.მაისი.2019 14:43
65

VTB ბანკი: გადარიცხე თანხა მარტივად და მოიგე საგზური კოპენჰაგენში ნაკრების მატჩზე

ვრცლად
21.მაისი.2019 11:52
125

Bloomberg-ის სისტემაში დოლარის ღირებულება 2.769 ლარს ასცდა

ვრცლად
20.მაისი.2019 16:59
876

კრისტინ ლაგარდი: საქართველომ საკუთარ ფულად ერთეულში რწმენა უნდა გაიძლიეროს

ვრცლად