17.მარტი .2016 19:17

"საპენსიო რეფორმით, სახელმწიფოს მეტი ინსტრუმენტი უჩნდება ფისკალური ფანტაზიების განსახორციელებლად"

views 1351
უკან

დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება, აკაკი ცომაია. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ საპენსიო რეფორმით გათვალისწინებული 2%-იანი ვალდებულება დამსაქმებლისთვის გადასახადის ტოლფასია.
 
"2%-იანი ვალდებულება დამსაქმებელზე გადასახადის ტოლფასია. საგადასახადო წნეხი ნაწილდება როგორც დამსაქმებელზე, ისე დასაქმებულზე, დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდების ელასტიურობაზე.

შეგიჭამს თუ არა ვინმე ამ ფულს არავინ იცის. რის ინვესტირებას ახდენ, არავინ გეკითხება. სახელმწიფოს კი უფრო მეტი ინსტრუმენტი უჩნდება ფისკალური ფანტაზიების განსახორციელებლად", - წერს ცომაია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა