მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coaching Lab-ის ვორქშოპი #30UNDER30-ის გამარჯვებულებისთვის

BM.GE
20.12.22 09:39
394
ახალი წელი - ახალი ხედვა, ჩემი სურვილებიდან მიზნამდე - ამ სახელწოდებით ქოუჩინგ ლაბმა Forbes 30/30-ის გამარჯვებულთათვის ვორქშოპი გამართა. ღონისძიებაში მონაწილეობა 25-მდე იმ ახალგაზრდამ მიიღო, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში წარმატებას 30 წლამდე ასაკში მიაღწია. ქოუჩინგ ლაბისა და ფორბსის ერთობლივი პროექტი თითოეულ ახალგაზრდას შესაძლებლობას აძლევს, უკეთ დაგეგმონ, როგორც ბიზნეს საქმიანობა, ისე პერსონალური ცხოვრება და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები და პოტენციალი აღმოაჩინონ. როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, მსგავსი სემინარები ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციის გაღრმავების, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა. ვორქშოპის მასპინძელი თიბისი იყო, რომელიც გალფთან Forbes 30/30-ს მთავარი პარტნიორი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 30 UNDER 30-ის 2022 წლის სიის რეგისტრაცია უკვე დაიწყო და განაცხადების მიღება, ფორბსის ვერ გვერდზე 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. სიახლე, რომელიც 30/30-ის 2022 წლის კონკურსის მონაწილეებს დახვდებათ განახლებული ჟიური, რომელშიც უცვლელ წევრებთან ერთად ახალი სახეები იქნებიან წარმოდგენილი, მათ შორის იქნებიან ის ადამიანებიც, რომლებიც გასულ წლებში პროექტის მონაწილეები თავად იყვნენ.