16.მაისი.2019 23:00
ეკონომიკა

"სამხარაულის ბიუროს შეფასების ხარისხი მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს"

"სამხარაულის ბიუროს შეფასების ხარისხი მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს"
BDO-ს მმართველი პარტნიორის ზურაბ ლალაზაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ სახელმწიფო უწყებები უპირატესად „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ მიმართავენ, როდესაც ქონების ღირებულების დადგენა სჭირდებათ.

„ეს მხოლოდ ქონების ღირებულების დადგენას არ ეხება, ეს შესაძლოა სასამართლო ექსპერტიზაც იყოს. სახელმწიფო უწყებები თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ, როდესაც სამხარაულის დასკვნა არსებობს,“ - განაცხადა ლალაზაშვილმა.

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ გუშინ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ “სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსკლუზივი უნდა დასრულდეს, რადგან ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია, რის საფუძველზე და როგორ ხდება შეფასების გაკეთება.“

როგორც ლალაზაშვილი განმარტავს, ქვეყანაში „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსკლუზივი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული და ეს მხოლოდ ფაქტობრივი მდგომარეობაა.

„თუ რომელიმე კომპანიას აქვს იმიჯი სახელმწიფო თუ კერძო სექტორი მას მეტად მიმართავს. კონკურენცია უნდა არსებობდეს,“ - აღნიშნა ზურაბ ლალაზაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში შეფასების საერთაშორისო სტანდარტები მოქმედებს და განსაზღვრული არ არის შეფასების უფლება ვის უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ლალაზაშვილი მიიჩნევს, რომ შედარებით დიდ საქმეებზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებები დასაბუთებული არ არის.

„გამოდის ისე, რომ თუ ვინმე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავს, ის ფაქტს შეაფასებს და კითხვის ნიშანს არავინ დასვამს, სწორად შეაფასეს თუ არა. მისი შეფასებების ხარისხი მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს, რათა მეტად დასაბუთებული იყოს, რაც დღეს ასე არ ხდება“ - განაცხადა BDO-ს მმართველმა პარტნიორმა.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

19.აგვისტო.2019 21:00
91

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე - ქალებში

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:16
3199

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:15
101

„მგზავრთა მოსაკრებლის შეღავათით ისარგებლებს ნებისმიერი ეროვნული ავიაგადამზიდი 100.000-ზე მეტი მგზავრით“

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:01
202

"Fitch-ი ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს"

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:15
127

ბობ ჰამილტონი: ნებისმიერი სიგნალი, რომ მთავრობა ოპონენტებს სჯის, დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:02
67

თბილისის სააპელაციო და გურჯაანის რაიონულმა სასამართლოებმა Regininfo.ge სამართალდამრღვევად ცნო - კომისია

ვრცლად