19.ივლისი.2019 12:50
საფინანსო სექტორი

"სამომხმარებლო სესხების რაოდენობა თვიდან-თვემდე მნიშვნელოვნად იკლებს"

"სამომხმარებლო სესხების რაოდენობა თვიდან-თვემდე მნიშვნელოვნად იკლებს"
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ეროვნული ბანკის რეგულაციების გავლენაზე და საბანკო დაკრედიტების დინამიკაზე გადაცემა "საქმიან დილაში" საუბრობს. მისი განმარტებით, სამომხმარებლო სესხების რაოდენობა ბოლო 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნადაა შემცირებული და ეროვნული ბანკის მიზანიც სწორედ ეს იყო. მისი თქმით, ეს პრობლემა ცალკეულ ადამიანებს შეუქმნის დისკომფორტს და საბანკო სისტემაზე არ იმოქმედებს.

"სამომხმარებლო სესხების რაოდენობა ბოლო 6 თვის განმავლობაში თვიდან-თვემდე მნიშვნელოვნად იკლებს. მოცულობაში ვერ ვიტყვი, რომ მკვეთრი შემცირებაა, ეს უფრო კონკრეტულ პროდუქტებს ეხება, მაგალითად განვადებას, საკრედიტო ბარათებს. ეს მოლოდინები არსებობდა, აქეთკენ იყო მიმართული სწორედ აღნიშნული რეგულაცია. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და გვითქვამს, რომ გარკვეულ პრობლემებს ეს ცვლილებები შექმნიდა.

მიუხედავად ამისა, ეს მცირე და საშუალო ზომის თანხებია, დაახლოებით 400-დან 700 ლარამდე, ეს ცალკეული ადამიანების პრობლემა უფრო იქნება, ვინც ვერ მიიღო სესხი, ვიდრე საბანკო სისტემის. დღეის მდგომარეობით, ვსაუბრობთ მხოლოდ საბანკო სექტორზე, რთული იქნება ჯერჯერობით იმის განსაზღვრა, თუ რა ხდება სხვა სფეროებში - იქნება ეს მიკროსაფინანსოების პორტფელი, თუ გარკვეული საკრედიტო ორგანიზაციები, რომლებიც არ იყვნენ ანგარიშვალდებულნი სებ-თან", - განაცხადა ძნელაძემ.

მან საბანკო სექტორის ზრდაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ თუ გარეშე შოკები არ დაფიქსირდა, სექტორის სასურველი ზრდა 10-დან 14%-მდე რეალური პროგნოზია.

"რაც შეეხება თავად საბანკო სექტორს, ის გარკვეულწილად მოერგო რეგულაციებს. თუ სხვა შოკები არ იქნება სავარაუდოა, რომ 10-14%-იანი ზრდა სექტორში მაინც გვექნება. ივნისის მდგომარეობით, 14%-იანი ზრდა გვაქვს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აქ იგულისხმება გასული წლის ბოლო კვარტალიც, რომლის დროსაც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო სესხებზე და არანაირ სტატისტიკაში არ ჯდებოდა", - აცხადებს ძნელაძე.
ავტორი: ლევან თაღიაშვილი

21.აგვისტო.2019 16:14
220

ადვოკატი ანგარიშების დაყადაღებაში ლოგიკას ვერ ხედავს - „საქმეს დაზარალებული არ ჰყავს”

ვრცლად
21.აგვისტო.2019 16:00
541

ადვოკატი: ხაზარაძე-ჯაფარიძის ანგარიშებისთვის ყადაღის დადებას აუცილებლად გავასაჩივრებთ

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:13
89

"ვითიბი ბანკის" და Jeep -ის ერთობლივი შეთავაზება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 11:10
43

რაგბის 7 გულშემატკივარი თიბისისა და მასტერქარდისგან იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება

ვრცლად
20.აგვისტო.2019 16:20
143

"საქართველოს ბანკმა" Deutsche Bank-ისგან Operational Excellence Award-ი მიიღო

ვრცლად
20.აგვისტო.2019 15:30
143

სადებეტო ბარათების რაოდენობა შემცირდა - ივლისში მიმოქცევაში 6,395,062 ბარათი იყო

ვრცლად