16.მაისი .2019 12:01

"Ryanair დიდი ალბათობით თბილისისა და ქუთაისის აეროპორტების მიმართულებით იფრენს"

views 1351
უკან

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ევროპის ქვეყნებიდან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით იფრენს - ამის შესახებ დღეს განცხადება აეროპორტების გაერთიანების დირექტორის გიორგი ჩოგოვაძემ გააკეთა. მისი თქმით, მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია.

"რამდენიმე თვის წინ უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დავალებით, დავიწყეთ Ryanair-თან მოლაპარაკებების ახალი ეტაპი, რომელიც მოლაპარაკებების ახალ ფაზას გულისხმობს. თითქმის უკვე დასრულებულია ყველაფერი. უახლოეს მომავალში დიდი ალბათობით ხელშეკრულებას გავაფორმებთ, თუმცა წინასწარ ამაზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია და ამის დაანონსება ნაადრევია. მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ის რამდენიმე რეისს შეასრულებს. დიდი ალბათობით კომპანია იფრენს როგორც თბილისის ასევე ქუთაისის აეროპორტების მიმართულებით", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა