პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, „რუსეთიდან არა მხოლოდ - ენერგო, არამედ ნებისმიერი ტიპის აგრესიას უნდა ველოდოთ“.
ამის შესახებ კაკულიამ ჟურნალისტებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ შპს „ინტერ რაო საქართველოს“ რეგისტრაციის კომენტირებისას განუცხადა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე - უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთის მხრიდან აგრესიულ ენერგოპოლიტიკას, კაკულიამ განაცხადა, რომ „რუსეთიდან არა მხოლოდ - ენერგო, არამედ ნებისმიერი ტიპის აგრესიას უნდა ველოდოთ“.
„ამაში ახალი არაფერი არ არის; ჩვენ ძალიან რთული გამოწვევა გვაქვს და სწორედ დივერსიფიცირებით და გონივრული პოლიტიკით ამას უნდა დავუპირისპირდეთ. რუსეთისგან რას არ უნდა ველოდოთ, ეს უნდა ვიკითხოთ, რას უნდა ველოდოთ, ყველაფერი ვიცით. საქართველოს ხელისუფლება რომ ხელს უწყობდეს, ამას ვერ დავეთანხმები, რომ ვინმეს ეს მიზანი აქვს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ეჭვები გაიფანტოს და დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ბაზარი მივიღოთ, ხოლო თუ ვერ მივიღებთ, აღმოჩნდება, რომ ეს ცვლილებებიც არ ყოფილა სწორი და ამაზე კანონის მიღების პროცესში ვიმსჯელებთ. ეს კანონი არის სწორედ ის მოცემულობა, რომელმაც წინასწარვე უნდა გამოკვეთოს მოსაზრებები, ვისგან რას უნდა ველოდოთ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციამ და გახსნილობამ, პირველ რიგში ის შედეგები უნდა მოიტანოს, რომ სხვადასხვა მომწოდებელთან ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.
ცნობისთვის: 2019 წლის 22 მაისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ინტერ რაო საქართველო“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს 5 წევრიდან სამი რუსეთის მოქალაქეა, მათ შორისაა ალექსანდრა პანინა, რომელიც „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კრემლის კარზე მიღებული მაღალჩინოსანია. „ინტერ რაო საქართველოს“ დირექტორი ვახტანგ ამბოკაძეა. მან აღნიშნული კომპანია ბაგებში საკუთარ ბინაში დაარეგისტრირა. ვიდრე ამბოკაძე ამ პოსტს დაიკავებდა, იქამდე წლების განმავლობაში ის ესკო-ს გენერალური დირექტორი იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი