მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როსსელხოზნადზორი" 1 იანვრიდან თურქული პროდუქციის განადგურებას შეძლებს

565fe03e63101
BM.GE
03.12.15 10:23
1537
"როსსელხოზნადზორი" 1 იანვრიდან თურქული კონტრაბანდული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის განადგურებას შეძლებს, განაცხადა უწყების პრესმდივანმა იულია მელანომ. მან განმარტა, რომ ამ ზომების მიღებას 1 იანვრიდან დაიწყებენ და გაანადგურებენ ყველა საქონელს, რომელთა იმპორტი თურქეთიდან რუსეთის მთავრობის დადგენილების თანახმად, აკრძალულია. ემბარგო შეეხო თურქულ ხილს და ბოსტნეულს და ასევე ფრინველის ხორცს.