13.ივნისი.2019 13:23
ეკონომიკა

"როდესაც ამოქმედდება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა, შინაარსს დაკარგავს ოქროს სია“

"როდესაც ამოქმედდება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა, შინაარსს დაკარგავს ოქროს სია“
ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, „ოქროს სიის“ წევრი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახადის 30 დღიანი საშეღავათო პერიოდი გაუქმდა, თუმცა ამ ეტაპზე „ოქროს სიის“ გაუქმებაზე საუბარი არ არის და კვლავ ნარჩუნდება სიის წევრი 218 კომპანიისთვის პროცედურული შეღავათები.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ახალი საბაჟო კოდექსით შემოდის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ცნება, რომელიც შინაარსობრივად „ოქროს სიის“ ანალოგია. მას შემდეგ, რაც მესამე მოსმენით პარლამენტი კენჭს უყრის ახალ საბაჟო კოდექსს, ძალაში შევა ცვლილებები, რომლის შემდეგ პირები ავტორიზებული ოპერატორის სტატუსის მიღებას და იგივე პროცედურული შეღავათებით სარგებლობას შეძლებენ, რომლითაც ოქროს „სიის წევრი“ კომპანიები სარგებლობენ.

„ოქროს სია არის ანალოგი იმისა, რაც არსებობს ევროკავშირში და ეს არის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც შემოვიღეთ ჩვენ ახალი საბაჟო კოდექსით.

ეს ორი სისტემა ერთმანეთთან არის გადაფარვაში, ანუ პირს თუ აქვს ავტორიზებული ოპერატორის სტატუსი, ის ისარგებლებს იგივე პროცედურული შეღავათებით, როგორც სარგებლობს „ოქროს სიის“ წევრები.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ როცა ურთიერთაღიარების შეთანხმებები გაფორმდა, ამ რეჟიმით ისარგებლებს პირი არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მაგალითად ექსპორტიორი, როცა გაიტანს გერმანიაში პროდუქციას, როგორც საქართველოს, ისე გერმანიის საბაჟოზე გამარტივებული პროცედურებით ისარგებლებს.

შესაბამისად, როდესაც სრულად ამოქმედდება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა, შინაარსს დაკარგავს ოქროს სია. შეიძლება ითქვას, რომ სახელი შევუცვალეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ის შესაბამისობაში მოსულიყო ევროკავშირის რეგულაციებთან.

ეს მნისვნელოვანია იმიტომაც, რომ ეს აღიარდეს ევროკავშირის ქვეყნებში და მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ექსპორტიორებმა არამარტო საქართველოში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში ისარგებლონ გამარტივებული პროცედურებით“-განაცხადა bm.ge-თან ლაშა ხუციშვილმა.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

20.ივნისი.2019 00:25
124

ევროკავშირი მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარების ახალ პროექტებს იწყებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 23:00
135

,,ჩვენი პროექტები ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას, რასაც შემდგომში მოჰყვება უფრო მსხვილი ინვესტიციები”

ვრცლად
19.ივნისი.2019 22:35
259

შეცვალა თუ არა მომხმარებელთა ქცევა თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულმა რეგულაციებმა?-კვლევის შედეგები

ვრცლად
19.ივნისი.2019 22:00
216

კვლევა: გამოკითხულთა 47% დღეში საშუალოდ 16-20 ღერ სიგარეტს ეწევა

ვრცლად
19.ივნისი.2019 21:30
290

„ორივე მხარე კმაყოფილი ვართ“, - Tav Georgia-სა და Georgia airways-ს შორის შეთანხმება მიღწეულია

ვრცლად
19.ივნისი.2019 21:00
197

გვანცა ჩხეიძე: “საქართველოს ალიანსს უსაფრთხო გზებისთვის” ვთხოვთ, ოფიციალურად მოგვმართოს

ვრცლად