20.აპრილი .2019 13:30

"რემაქს კაპიტალი" რეგულაციებს აფასებს: მაღალბიუჯეტიანი ბინების გაყიდვა არ შეფერხებულა

views 357
უკან

"რემაქს კაპიტალის" მმართველი პარტნიორის მარიამ ასათიანის განცხადებით, “უფრო მაღალბიუჯეტიანი ბინების გაყიდვა არ შეფერხებულა და ამ კუთხით, იანვარ-თებერვლის თვეები საკმაოდ წარმატებული იყო“.

ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსში“ 1 იანვრიდან ამოქმედებული ე.წ. საბანკო რეგულაციების უძრავი ქონების ბაზარზე გავლენის შეფასებისას განაცხადა.

მარიამ ასათიანის შეფასებით, სებ-ის რეგულაციები ძირითადად დაბალ და საშუალო ბიუჯეტიანი ბინების გაყიდვას შეეხო.

„ჩვენ რასაც ვაფიქსირებთ, უფრო მაღალბიუჯეტიანი ბინების გაყიდვა არ შეფერხებულა, ვინაიდან ჩვენი მომხმარებელი ან აკმაყოფილებს კრიტერიუმებს ან უცხოელია და რეგულაციებთან საერთოდ არ აქვს შეხება. აქ ჩვენ კლებას ვერ ვაფიქსირებთ, პირიქით, ჩვენი კომპანიის მონაცემებით, იანვარ-თებერვლის თვეები საკმაოდ წარმატებული იყო; რაც შეეხება კომერციულ ფართებს, აქაც ვერანაირ კლებას ვერ ვატყობთ. ჯერჯერობით, სტაბილურია მოთხოვნა, საინვესტიციო კუთხით ფართის შეძენა-გაქირავებაზე მუდმივად მზარდი ტენდენცია იყო და მათ შორის - იანვარ-თებერვალშიც“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის სექტორებს შორის ვარდნა მხოლოდ ერთ - სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა და მან 3.1% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა