11.თებერვალი .2016 17:43

"რეფორმები, წლევანდელი ბიუჯეტის შემოსავლებს, დაახლოებით 400 მილიონი ლარით შეამცირებს"

views 1111
უკან

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს დაახლოებით 400 მილიონი ლარით შეამცირებს. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული თანხის დაკომპენსირება ხარჯების შემცირებით მოხდება. როგორც ნოდარ ხადურმა განმარტა, შემცირება უმეტესად ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეხება. მინისტრის ინფორმაციით, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შემცირება არ შეეხება.
 
ქვეყანაში საგადასახადო ლიბერალიზაცია გადასახადების ესტონურ მოდელს ეფუძნება. კომპანიებისთვის გადასახადის ახალი წელი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა