09.მარტი.2016 11:36
ეკონომიკა

"ქვეყანა, რომელსაც 14 მილიარდ კილოვატ საათიანი დეფიციტი გააჩნია, განწირულია უპერსპექტივობისთვის"

"ქვეყანა, რომელსაც 14 მილიარდ კილოვატ საათიანი დეფიციტი გააჩნია, განწირულია უპერსპექტივობისთვის"
დარგობრივი ეკონომიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს და მის მოადგილეებს უსმენენ. ენერგეტიკის სამინისტროს სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია წარმოადგინა მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა, რომელმაც იმ საფრთხეებზე გააკეთა აქცენტი, რომელსაც ქვეყანას ენერგო დეფიციტი უქმნის.
 
"უდიდესი საფრთხის შემცველია ზამთრისა და შემოდგომის პერიოდის ელექტროენერგიის დეფიციტები, რომელიც ყოველ წელს უფრო მეტად ღრმავდება. ჩვენი დაშვება არის რომ ყოველ წელს ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება 5%-ით, შემდეგი 15-20 წლის განმავლობაში. ელექტროენერგიის ზრდა, თუ ის არ არის გამოწვეული დანაკარგებით ყოველთვის ასახავს ქვეყნის წინსვლას. ჩვენ ვართ ერთ-ერთი უკანასკნელი ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების კუთხით, დაახლოებით 2400 კილოვატია ერთ ადამიანზე მოხმარება.

თუ ვინმეს ეჭვი ეპარება რომ საქართველოში 3,5 პროცენტიდან 5 პროცენტამდე იქნება ზრდა, ის ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის განვითარებას.

ქვეყანა, რომელსაც 14 მილიარდ კილოვატ საათიანი დეფიციტი გააჩნია, განწირულია უპერსპექტივობისთვის, არც ერთი ჭკუადმყოფელი ბიზნესმენი, არ შემოვა ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს ხედვა და არ აქვს თავისი გენერაცია. შესაბამისად ეს არის ქვეყანა რომელიც გადაქცეულია სავაჭრო მოედნად და მუდმივად დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებზე. ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია, რომე ეს დამოკიდებულება მოიხსნას.

არ არსებობს წარმატებული ქვეყანა, რომელმაც არ განავითარა თავისი ჰიდრორესურსი", - განაცხადა ელოშვილმა.

24.აგვისტო.2019 20:20
168

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 19:29
134

ახალსოფელთან ტყეში ხანძრის ადგილზე ტექნიკის შესაყვანად გზა გაიჭრება

ვრცლად
24.აგვისტო.2019 18:10
157

წელს ქართული ნივრის ერთადერთი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

ვრცლად
24.აგვისტო.2019 17:15
1719

"აწარმოე საქართველოში" მცირე გრანტების პროექტს შემოდგომაზე განაახლებს – დაფინანსება 30 000 ლარი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 16:50
1342

Ryanair–ის პილოტები გაფიცვას გეგმავენ

ვრცლად
24.აგვისტო.2019 15:30
331

მინსკში "ქართული სახლი" გაიხსნა

ვრცლად