13.აგვისტო.2019 18:25
ეკონომიკა

"ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტი 2020 წელს დასრულდება"

"ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტი 2020 წელს დასრულდება"
ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტი 2020 წელს დასრულდება, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს.

მისი თქმით, წარდგენილია მთავრობასთან ის ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც ქუთაისის აეროპორტს კვლავ ექნება რკინიგზასთან კავშირი.

„ამ შემთხვევაში საუბარია არსებულ სადგურზე, რომელიც მდებარეობს აეროპორტთან. ჩვენ დაგვევალება შესაბამისი გზის მონაკვეთსა და კვანძის მოწყობა და რკინიგზა თავის მხრივ უზრუნველყოფს შესაბამის სამუშაოებს. ამ პროექტის დასრულება იგეგმება 2020 წლისთვის“, – აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მის მიერვე დაანონსდა, კვლავ განუხორციელებელია.

მიმდინარე წელს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება, თუმცა იგეგმება არსებული სადგურის რეაბილიტაცია.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

19.აგვისტო.2019 21:00
80

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე - ქალებში

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:16
2962

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:15
93

„მგზავრთა მოსაკრებლის შეღავათით ისარგებლებს ნებისმიერი ეროვნული ავიაგადამზიდი 100.000-ზე მეტი მგზავრით“

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:01
186

"Fitch-ი ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს"

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:15
122

ბობ ჰამილტონი: ნებისმიერი სიგნალი, რომ მთავრობა ოპონენტებს სჯის, დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:02
61

თბილისის სააპელაციო და გურჯაანის რაიონულმა სასამართლოებმა Regininfo.ge სამართალდამრღვევად ცნო - კომისია

ვრცლად