მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

""მაესტროს" დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა"

56b32b179eb65
BM.GE
04.02.16 14:40
2548
„მაესტროს“ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა - აღნიშნულის შესახებ, მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ადვოკატი აცხადებს, სხდომაზე მათი არცერთი არგუმენტი გათვალისწინებული არ იქნა.
 
„არ გაითვალისწინეს არც ის რომ ვთხოვდით საკითხის გადადებას და არც ის, რომ გვჭირდებოდა დრო. პრაქტიკულად დასაბუთების გარეშე, 55%-ით მიიღეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვთვლით რომ კრება არ უნდა ჩატარებულიყო, არ არსებობდა არც ქვორუმი“, - განაცხადა ადვოკატმა.

ტელეკომპანია „მაესტროს“ პარტნიორთა კრება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.