მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

""იბიარდის" ინვესტიციები და ფინანსური დახმარებების მოცულობა საქართველოსთვის 2016 წელს გაიზრდება"

56a1c4d640235
BM.GE
22.01.16 09:56
1228
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დავოსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (European Bank for Reconstruction and Development (EBRD)) პრეზიდენტს, სუმა ჩაკრაბატს შეხვდა.
 
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს. ინვესტიციები და ფინანსური დახმარებების მოცულობა კი 2016 წელს გაიზრდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრბატმა განუცხადა. შეხვედრა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის, კერძო სექტორის სტიმულირებისა და ბიზნესგარემოს განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

EBRD-ის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თავის მხრივ გიორგი კვირიკაშვილმა სერ სუმა ჩაკრაბატს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისთვის და იმ ინვესტიციებისთვის, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს.