16.მაისი.2019 20:10
ეკონომიკა

"ქობულიამ თქვა, რომ რკინიგზას გეგმა არ გააჩნია, ანუ ბახტაძის საქმიანობას ხაზი გადაუსვა"

"ქობულიამ თქვა, რომ რკინიგზას გეგმა არ გააჩნია, ანუ ბახტაძის საქმიანობას ხაზი გადაუსვა"


„როდესაც ქობულიამ თქვა, რომ რკინიგზას განვითარების გეგმა არ გააჩნია, მან ხაზი ბახტაძის საქმიანობას გადაუსვა,“ - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„თუ გეგმა არ არსებობს და 7 წელი რკინიგზის უფროსად მუშაობისას ბახტაძემ იქ ვერ დადო გეგმა, ის პრემიერ-მინისტრად არ უნდა მოიყვანო,“ - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატის განმარტებითვე, „ქართულ ოცნებას“ და გიორგი ქობულიას შორის კორუფციასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები დაინახა.

ჭიჭინაძე ასევე მიიჩნევს, რომ დღეს ძალიან ბევრი დეპუტატი ფუნქციას არ ასრულებს და ეს სწორედ გადაწყვეტილებების არმიღებაში გამოიხატება.
ცნობისთვის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია გუშინ პარლამენტის კინოდარბაზში დეპუტატების წერილობითი მიწვევის საფუძველზე მივიდა, სადაც მან 17 გვერდიანი ეკონომიკური ხედვა წარადგინა და ეკონომიკის მინისტრობის 8 თვიანი პერიოდი შეაჯამა. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტში ეკონომიკურ ხედვებზე საუბრისას ის 7 პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის არის საჭირო.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

26.მაისი.2019 22:03
70

გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ვრცლად
26.მაისი.2019 21:10
226

რას გულისხმობს ქუთაისის ბრენდინგი? – გეგმები იმერეთში

ვრცლად
26.მაისი.2019 20:00
152

რევაზ ვაშაკიძე: სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი – ხორბალი და მარცვლეული

ვრცლად
26.მაისი.2019 19:40
501

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე გადაწყდება, ბათუმში აეროპორტი გაფართოვდება, თუ ახალი აშენდება

ვრცლად
26.მაისი.2019 19:15
141

რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

ვრცლად
26.მაისი.2019 18:50
518

ქალაქები, სადაც ცხოვრების დონე ყველაზე მაღალია

ვრცლად