12.ივნისი.2019 21:17
ეკონომიკა

"პომპეოს მიერ ანაკლიის ხსენება პრობლემაზე მინიშნებად არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული"

"პომპეოს მიერ ანაკლიის ხსენება პრობლემაზე მინიშნებად არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული"
საქართველოს ვიცე-პრემიერის, მაია ცქტიშვილის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, აშშ-ის მხრიდან პრობლემაზე მინიშნებად არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული.

“სამწუხაროდ ვერ დაგეთანხმებით შეფასებაში, [რომ მაიკ პომპეოს მიერ ანაკლიის პორტის მნიშვნელობის ხაზგასმა არსებულ პრობლემაზე მინიშნებას წარმოადგენდა] მე ბატონი მაიკლ პომპეოს განცხადების შესახებ ვიტყოდი, რომ ჩვენ უნდა განსვასხვავოთ ჩვენი მეგობრის კეთილი ნება და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფო მდივანის მხრიდან იყო საქართველოს მიმართ, საქართველოს კურსის მიმართ უპირობო მხარდაჭერა, ისევე როგორც ნატოსკენ სწრაფვისკენ, ისევე როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებისკენ. აქვე ანაკლიის პორტზე საუბარი არ ნიშნავს და არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული, როგორც მინიშნება პრობლემაზე,”- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქტიშვილმა გადაცემა პოლიტმეტრში.

გუშინ, მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ის იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო [ანაკლიის] პორტის პროექტის მშენებლობას ბოლომდე მიიყვანს. პომპეოს თქმით, ეს პროექტი საქართველოს დაახლოებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ქვეყანას თავიდან აარიდებს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური ზეგავლენის სფეროში შესვლას.

მაიკ პომპეოს განცხადება:



19.აგვისტო.2019 11:24
70

საქსტატი: 7 თვეში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი, 4.7%-ით შემცირდა

ვრცლად
19.აგვისტო.2019 11:15
75

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 11.4%-მდე შემცირდა

ვრცლად
19.აგვისტო.2019 11:05
168

"სტარტაპ-რესტორანი" - "თიბისი ბანკი" სტარტაპერებისთვის ახალ ფინანსურ პროდუქტს ქმნის

ვრცლად
19.აგვისტო.2019 10:45
56

პარლამენტის თავმჯდომარე ნათია თურნავასა და მიხეილ ხიდურელთან შეხვედრას გეგმავს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 10:16
154

კახი კალაძემ Facebook-ის მომხმარებლებს თბილისში მიმდინარე საგზაო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ვრცლად
18.აგვისტო.2019 20:05
267

Bitfury-მ ხელოვნური ინტელექტის განყოფილება წარადგინა

ვრცლად