მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG-ის ახალი წევრი - “ბემონი”

BM.GE
15.12.22 12:01
352
„საერთაშორისო ენერგოპროექტებში „ბემონი“ თავის სიტყვას იტყვის“, – ამ ამბიციური განაცხადით იწყება სულ რამდენიმე თვის წინ ფორბსთან კომპანია ბემონის მმართველი და დამფუძნებელი, რომლისთვისაც გუნდთან ერთად ახალი სახელით პოზიციონირება წლების გამოცდილებით სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. რებრენდინგი და განახლებული სახელი ერთია, თუმცა ამ კომპანიის გუნდს პორტფელში ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი რეგიონული მასშტაბის პროექტი აქვს შესრულებული.

მიმდინარე ამოცანებიც ახალ ახალ გამოწვევებს და გეგმებს უკავშირდება - ენერგოდამოუკიდებლობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მომწყობი კომპანიის რესურსი ერთდროულად რამდენიმე პროექტს სწვდება და ზრდა განვითარებას როგორც თავად ამბობენ არ აჩერებენ. კომპანია ბემონი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

სტუმრები: აკაკი საღირაშვილი - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;
ნიკა სესკურია - "ბემონის" ფინანსური დირექტორი;