04.მაისი .2016 13:44

"პანორამა თბილისის მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს"

views 4358
უკან

ოქროყანაში 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი პროექტი „პანორამა თბილისთან“ კავშირში არ არის, - ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განუცხადა. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, "პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელება ვადებში მიმდინარეობს და სამშენებლო სამუშაოები ყველა იმ ობიექტზე ხორციელდება, სადაც ნებართვაა გაცემული.
 
"სამშენებლო ნებართვები ერთ წელზე მეტია რაც გაცემულია სხვადასხვა ობიექტებზე და შესაბამის სამუშაოებს ვაწარმოებთ ყველა იმ ობიექტზე სადაც გვაქვს ნებართვა.

პროექტები იმ გრაფიკში მიმდინარეობს, რაც თავიდანვე გვქონდა დასახურლი. ძალიან ბევრი კორექტირება მოხდა მანმა სანამ მშენებლობის ნებართვა იქნებოდა მიღებული“, - განაცხადა ქარსელაძემ. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში რეკომენდაციების და შენიშვნების 90% იქნა გათვალისწინებული.