13.ივნისი.2019 10:57
ეკონომიკა

"ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა ეტაპზე იცვლება საკითხები და გზავნილებში ანაკლიის პორტის თემაზე აქცენტი არ ნიშნავს, რომ აქ პრობლემა უნდა ვეძებოთ"

"ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა ეტაპზე იცვლება საკითხები და გზავნილებში ანაკლიის პორტის თემაზე აქცენტი არ ნიშნავს, რომ აქ პრობლემა უნდა ვეძებოთ"
„როცა აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, აქ პრობლემებს ვერავინ იპოვის, რადგან უბრალოდ არ არსებობს. ეს არის ურთიერთობა, რომლის განვითარების დინამიკა არის თვალსაჩინო. ამაზე მეტყველებს მაღალი დონის ვიზიტები, შეხვედრები, მხარდამჭერი განცხადებები, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებას. ამიტომ, ამ მიმართულებით გამოთქმულ სკეპტიციზმს ვერ გავიზიარებ,“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა TV პირველის ეთერში, გადაცემაში „პოლიტმეტრი“.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გზავნილებში ანაკლიის პორტის თემაზე აქცენტი არ ნიშნავს, რომ აქ პრობლემა უნდა ვეძებოთ.

„ისევე როგორც ნატოში ინტეგრაციაზეა ხაზგასმა და ჩვენს ჩართულობაზე საერთაშორისო მისიებში, სხვა მხარდამჭერი გზავნილები, სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს თემაც. ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში სხვადასხვა ეტაპზე იცვლება საკითხები და აქცენტები. მაშინ როცა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა მდგრადი და სტაბილურია, ეკონომიკური თანამშრომლობა შემდეგი ნაბიჯია და მისი განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესის საგანია,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი როგორც ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ისე რეგიონის უსაფრთხოების კუთხით და პირველ რიგში, ეს აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება.

ვიცე-პრემიერმა ფოთის პორტთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როცა ორი პორტის განვითარებაზეა საუბარი, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული ანაკლიის ნავსადგურის განვითარებაა.

„ამას ადასტურებს ის ფინანსური თუ სახის ვალდებულებები, რომელიც ჩვენ ავიღეთ და ვასრულებთ ანაკლიასთან მიმართებაში, როცა მსგავსი მიდგომა არ გვქონია სხვა პორტებთან. გარწმუნებთ, ამ პროექტით საერთაშორისო ბანკების დაინტერესებაც არ მომხდარა ჩვენი მონაწილეობის გარეშე. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს როლი ამ პროექტთან მიმართებით არის უპრეცედენტოდ მაღალი და ყოველგვარი ეჭვები უსაფუძვლოა,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

18.ივნისი.2019 23:19
383

ნათია თურნავა „ეიპიემ ტერმინალსზე“: დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მეშვეობით არ ვისაუბრებთ

ვრცლად
18.ივნისი.2019 23:07
355

თურნავა ქობულიას საპასუხოდ აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის კომერციულ მომგებიანობას კვლევები ადასტურებს

ვრცლად
18.ივნისი.2019 21:10
1213

მსოფლიო ბანკი-ინვესტიციების შემცირებაზე: “საქართველო კუნძული არ არის”

ვრცლად
18.ივნისი.2019 20:20
333

“წიაღის სექტორში რეფორმა გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გააუმჯობესებას გულისხმობს”

ვრცლად
18.ივნისი.2019 20:17
287

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მხარი დაუჭირა

ვრცლად
18.ივნისი.2019 19:44
373

„საკითხი დავსვი არაერთხელ“, - რატომ აკრიტიკებს ირაკლი კოვზანაძე საბიუჯეტო ოფისს

ვრცლად