13.ივნისი.2019 16:23
ეკონომიკა

"ოქროს სიის" შეღავათის გაუქმებით გარდაუვალია პროდუქციის გაძვირება"

"ოქროს სიის" შეღავათის გაუქმებით გარდაუვალია პროდუქციის გაძვირება"

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის არგუმენტი იმის შესახებ, რომ იმპორტიორი კომპანიებისთვის „ოქროს სიის“ საშეღავათო პერიოდის გაუქმება საშუალო და მსხვილი ბიზნესების პოზიციებს გაათანაბრებს და რომ მცირე კომპანიები მსხვილ კომპანიებს კონკურენციას გაუწევენ, არასწორია.

ჭიაბერაშვილის თქმით, გარდაუვალია პროდუქციის გაძვირება და რამდენიმე მოთამაშის ხელში კიდევ უფრო მოხდება ბაზრის კონსოლიდაცია, რაც ასევე ფასების ზრდისკენ არის მიმართული.

ჭიაბერაშვილი გიორგი კაკაურიძეს:

„სინამდვილეში თქვენ, მთავრობამ დისკუსია სხვა მიმართულებით გადაიყვანეთ. თითქოს შეღავათი 200 კომპანიას გაუუქმდა, რაც ტყუილია და მინდა საზოგადოებამ იცოდეს, სინამდვილეში ყველა მცირე და საშუალო ზომის კომპანია შეღავათით სარგებლობდა, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ მათ 5-ის ნაცვლად 15 დღიანი გადახდის პერიოდი ეკუთვნოდათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წინასწარ დეკლარირებას აკეთებდნენ. დღეს მათ ეს 10 დღიანი ვადა წაერთვათ.

ჩვენი მთავარი პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რომ 200 კომპანიას 25 დღე ჩამოეჭრა, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ათასობით კომპანიას 10 დღე ჩამოეჭრა. მსხვილი კომპანიები რთულად, მაგრამ საბანკო რეგუალციების პირობებში მაინც მოახერხებენ სესხებზე ხელმისაწვდომობას, რომ საბრუნავი კაპიტალი სესხით ჩაანაცვლონ, მაგრამ წვრილებს რა ეშველებათ?

არგუმენტი, რომ მსხვილ კომპანიებს წვრილები გაუწევენ კონკურენციას სინამდვილეში პირიქით იქნება, რადგან 5 დღე დაუწესეთ ყველას, 10 დღე მოაჭერით წვრილ და საშუალო კომპანიებს, ამით ძალიან ბევრი წვრილი და საშუალო მეწარმე გაკოტრების პირას დააყენეთ იმის გამო, რომ საბანკო რეგულაციებზე ხელმისაწვდომობა არ აქვთ და აიძულებთ, რომ საბრუნავი კაპიტალი ამოიღონ და დღგ უფრო ადრე გადაიხადონ ვიდრე ამას აკეთებდნენ.

ამიტომ სინამდვილეში: 1. გარდაუვალია პროდუქციის გაძვირება; 2. კიდევ უფრო მოხდება ბაზრის კონსოლიდაცია, რამდენიმე მოთამაშის ხელში რაც ასევე ფასების ზრდისკენ არის მიმართული და საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს, ამ ფასს ჩვენი მოქალაქე იხდის. ეს არის რეალური სურათი“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

25.აგვისტო.2019 17:40
553

მიხელ ხიდურელს სურს, რომ ჰოლივუდმა "ვეფხისტყაოსანი" გადაიღოს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 17:15
298

ვინ დაინტერესდება "რადიოქალაქის" პროექტით, 30 აგვისტოს გაირკვევა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:05
490

"ჰაიდელბერგცემენტი" ბეტონის ქარხნების აშენებას საქართველოს მასშტაბით გეგმავს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 14:20
207

რომელი ქვეყნებიდან შემოდის ინვესტიციები ენერგეტიკაში

ვრცლად
25.აგვისტო.2019 13:50
119

ჩეხეთში ჩაი "მანნას" სარეკლამო ბანერები გამოჩნდა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 12:30
100

თორნიკე რიჟვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ საცხოვრებლისა და მიწის დაკანონების პრობლემების გადასაჭრელად

ვრცლად