28.აპრილი .2016 09:55

"ომეგა" "ფილიპ მორისთან" თანამშრომლობის შეწყვეტაზე აცხადებს

views 1257
უკან

შპს „ფილიპ მორის საქართველომ“ და შპს „ომეგა 2“-მა შეწყვიტეს ხანგრძლივი დისტრიბუციის ხელშეკრულება. განცხადებას "ომეგა ჯგუფი“ ავრცელებს:
 
"მხარეებმა მიაღწიეს ორმხრივად დამაკმაყოფილებელ შეთანხმებას, რომელიც პარტნიორებს შორის მრავალწლიან თანამშრომლობას მეგობრული მორიგებით დაასრულებს.

დღეიდან, „ომეგა 2“ ფოკუსირებული იქნება საკუთარი ბრენდების წარმოებასა და დისტრიბუციაზე, ხოლო „ფილიპ მორის საქართველო“ თავისი პროდუქციის გაყიდვას „ომეგა 2“-სგან დამოუკიდებლად მოახდენს.

მხარეები მომავალ საქმიანობაში ერთმანეთს წარმატებას უსურვებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა