მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზეთამზე" - ბაზარზე ქართული ხორბლის ჯიშებისგან დამზადებული პური გამოჩნდა

56b4464abcd3d
BM.GE
05.02.16 10:49
7553
"მზეთამზე - ქართული ხორბლის პური" ბაზარზე გასული წლის ბოლოს გამოჩნდა. კომპანია პროდუქციას მხოლოდ ქართული ჯიშის ხორბლისგან ამზადებს. აღნიშნული ჯიშებია: წითელი დოლი, დიკა და შავფხა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ლალი მესხმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ქართული ჯიშის ხორბალი თავისი თვისებებით მსოფლიოში საუკეთესოა, თუმცა მისი მოყვანა დღეს ქვეყანაში ნაკლებად ხდება. კომპანია ხორბალს ამ ეტაპზე კახეთის რამდენიმე მონასტრისგან ყიდულობს.
 
"ჩვენი სურვილია, რომ ქართული ხორბლის კულტურა აღდგეს ქვეყანაში. პროდუქციაში ქიმიურ დანამატებს არ ვიყენებთ. პური ძალიან ხარისხიანია, შესაბამისად ის ბაზარზე არსებულ სხვა პროდუქციასთან შედარებით, ძვირია. თუმცა ჩვენ ძალიან ზომიერი ფასი დავადეთ რომ მოსახლეობამ ყიდვა შეძლოს", - განმარტავს ლალი მესხი. მისი თქმით, პროდუქცია ხორბლის ფქვილის ალერგიას არ იწვევს და ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლოა.

"მზეთამზე - ქართული ხორბლის პურის საცხობი და მაღაზია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. მაღაზია მომხმარებელს ადგილზე გამომცხვარი პურის დეგუსტაციასაც სთავაზობს. საცხობში 5 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის ფასი 80 თეთრიდან 3,40 ლარამდეა.

"30%-ით ნაკლებ ფასად ვყიდით დავარდებულ პურს, ანუ მეოერე დღის პურს. გვყავს მყიდველი ვინც მეორე დღის პურისთვის მოდის, რადგან ძალიან გემრიელია და მეორე დღეს ის უფრო სურნელოვანი ხდება“, - ამბობს ლალი მესხი.