03.თებერვალი.2016 18:27
ეკონომიკა

"მწარე ხევის საბადოს მარაგები ძალიან შორს არის "ფრონტერას" დასახელებული ციფრებისგან"

"მწარე ხევის საბადოს მარაგები ძალიან შორს არის "ფრონტერას" დასახელებული ციფრებისგან"
აღმოსავლეთ საქართველში არსებული გაზის მარაგები 5 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, - განცხადება კომპანია "ფრონტერას" ხელმძღვანელს ეკუთვნის. საქართველოში აღმოჩენილ გაზის მარაგებზე მან ატლანტიკურ საბჭოში განაცხადა.
 
მწარე ხევის საბადოზე გაზის მსგავსი მოცულობის მარაგების არსებობას უარყოფენ საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტოში. სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი ტატიშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ თავის სალიცენზიო ფართობზე აღმოჩენა გააკეთა, მან აღნიშნულის შესახებ სახელმწიფოს უნდა აცნობოს, თუმცა ამ დრომდე კომპანიას სახელმწიფოსთვის არ მიუმართავს.

""ფრონტერა" ბოლო ორი წელია პერმანენტულად აკეთებს განცხადებებს აღმოჩენის თაობაზე. მის განცხადებაში ფიგურირებს რამდენიმე რესურსი. იმისათვის, რომ რესურსები გადავიდეს მარაგებში და ის გახდეს ამოღებადი ძალიან კონკრეტული და დიდი სამუშაოებია საჭირო.

საერთაშორისო კანონმდებლობით და "ფრონტერასთან" გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ კომპანიას აქვს აღმოჩენა თავის სალიცენზიო ფართობზე, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს სახელმწიფოს და წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომელიც ამ აღმოჩენას ადასტურებს. ამგვარი განცხადება კომპანიას ჯერ-ჯერობით არ წარმოუდგენია", - განმარტავს გიორგი ტატიშვილი. მისი თქმით კომპანიის გეგმები ამ ეტაპზე მწარე ხევის საბადოზე 23 მილიონი კუბური მეტრი გაზის ათვისებაა.

"მწარე ხევის საბადო არ არის დიდი მოცულობის და ძალიან შორს არის იმ ციფრებისგან რასაც "ფრონტერა" ასახელებს", - განმარტავენ ნავთობისა და გაზის სააგენტოში.

20.ივნისი.2019 21:20
284

"ნათია თურნავას აქვს შანსი, რომ იყოს მაგარი მინისტრი" <Video>

ვრცლად
20.ივნისი.2019 20:00
283

ივლისის დასაწყისში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები საქართველოში ჩამოვლენ

ვრცლად
20.ივნისი.2019 18:59
192

Nexia TA-მ Nexia International-ის ინტერ-რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა

ვრცლად
20.ივნისი.2019 18:00
403

"საპენსიო სისტემას ძირითადად კერძო სექტორში დასაქმებულები ტოვებენ"

ვრცლად
20.ივნისი.2019 17:57
586

„მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა“

ვრცლად
20.ივნისი.2019 17:20
1280

თემურ ჭყონია: კალაძე მაგარი მერია.. დედას ვფიცავარ <VIDEO>

ვრცლად