22.მარტი .2016 14:35

"მსხვილი ბიზნესი მეტწილად ვითარდება, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესს ხელშეწყობა სჭირდება"

views 1469
უკან

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.
 
"ამ ეტაპზე მსხვილი ბიზნესი მეტწილად ვითარდება და ამას დიდი წილი უკავია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესს და მეწარმეობას ხელშეწყობა სჭირდება", - განაცხადა მაია მელიქიძემ, "საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის" თემის კომენტირებისას.

რაც შეეხება ფინანსირების ხელმისაწვდომობას, მაია მელიქიძე აცხადებს, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მზად არის, რომ გარკვეულწილად ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს მცირე და საშუალო ბიზნესს და ამასთანავე ამ პროცესში დიდ მონაწილეობას იღებს ევროპის საინვესტიციო ბანკი.

"ყველაზე დიდი გამოწვევა რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას, ეს არის ის რომ DCFTA - ის ხელშეკრულების შესახებ ინფორმირებული იყვნენ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომედგნელები - თუ რას მოიცავს ეს ხელშეკრულება, როგორ გამოიყენონ მათ სასიკეთოდ და როგორ უნდა მოახდინონ უფრო ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, იმისათვის რომ შემდგომ ის გავიტანოთ ექსპორტზე",- აღნიშნა მაია მელიქიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა