29.თებერვალი.2016 10:57
ბიზნესი, EU Georgia

"მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონპროექტზე პარლამენტმა ბიზნესის შენიშვნები არ გაითვალისწინა"

"მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონპროექტზე პარლამენტმა ბიზნესის შენიშვნები არ გაითვალისწინა"
ბიზნესასოციაციის იურისტის, ნიკა ნანუაშვილის განცხადებით, "მომხმარებლთა უფლებების შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გავიდა, თუმცა განხილვისას კანონმდებლებმა ბიზნესის არცერთი შენიშვნა არ გაითვალისიწნეს.

"მომხმარებელთა უფლებების შესახებ" კანონპროექტით, ხელშეკრულების შესაბამისი პროდუქციის მიღების დროს მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარი თქვას ხელშეკრულებაზე მომხმარებლის მიერ პროდუქციის მფლობელობაში მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. მოვაჭრე ვალდებულია სრულად დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი თანხა, გარდა მიწოდების ხარჯებისა. კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე მომხმარებლის ომბუცმენის ინსტიტუტის შექმნასაც.

როგორც ბიზნესასოციაციის იურისტი განმარტავს, აღნიშნული კანონპროექტი შეუსაბამოა როგორც უკვე არსებულ სამართლებრივ ბაზასთან, ისე ევროკავშირის შესაბამის დირექტივასთან. ნიკა ნანუაშვილის თქმით, კანონპროექტი საჭიროებს ასევე ეკონომიკურ დასაბუთებას, რადგან ის საკმაოდ სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს. იურისტის განმარტებით, კანონპროექტის არსებული სახით მიღებამ სერიოზული ქაოსი შეიძლება გამოიწვიოს გაყდვების მიმართულებით და ამას მხოლოდ მსხვილი ბიზნესი გაუძლებს.

"მსხვილი, ორგანიზებულ ბიზნესს ხარჯები გაეზრდება, თუმცა ამ დამატებით ტვირთს შეიძლება მოერგოს, თუმცა მცირე ბიზნესი ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. გაძვირდება პროდუქცია, მცირე მეწარმეები შეწყვეტენ საქმიანობას და მომხმარებელს ეს ყველაფერი ისევ სერიოზულ ტვირთად დააწვება, სხვა ნეგატიურ ფაქტორებთან ერთად", - აცხადებს ნიკა ნანუაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.

ბიზნესასოციაციის იურისტის თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ორგანოსთან კონსულტაციები გრძელდება. ასოციაცია შეეცდება მათ ის შეუსაბამობები დაანახონ, რასაც კანონპროექტი შეიცავს.

"მომხმარებელთა უფლებების შესახებ" კანონპროექტი ევროინტეგრაციის კომიტეტმა 2013 წელს მოამზადა. დოკუმენტი სამომხმარებლო სფეროს მოწესრიგების მიზნით შეიქმნა და ის მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

19.აგვისტო.2019 19:16
12460

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
15.ივნისი.2019 11:20
3417

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1181

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
468

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
533

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
714

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად