15.აპრილი.2016 14:03
ეკონომიკა, EU Georgia

"მივესალმებით მთავრობის გადაწყვეტილებას, საგადასახადო რეფორმის ვადის გადაწევასთან დაკავშირებით"

"მივესალმებით მთავრობის გადაწყვეტილებას, საგადასახადო რეფორმის ვადის გადაწევასთან დაკავშირებით"
საგადასახადო რეფორმის პროცესში საქართველოს მთავრობას კონსულტაციებს სავალუტო ფონდი გაუწევს. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონალურმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვნა "ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუში განაცხადა, მაისში საქართველოში ფონდის მისია ჩამოვა, რომელიც დაეხმარება მთავრობას იმ ღონისძიებების განსაზღვრაში, რომელიც საშუალებას მისცემს კომპენსირება გაუკეთოს საბიუჯეტო დანაკარგებს.

"მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო. წარდგენილია კანონპროექტი პარლამენტში. რეფორმას აქვს თავისი სარგებელი, მაგრამ ახლავს კონკრეტული ხარჯი. ძირითადი სარგებელი არის ის, რომ ქვეყანაში ინვესტირება უფრო მიმზიდველი გახდება, როგორც არსებული ისე მომავალი ინვესტორებისთვის. ამავდროულად, ამ რეფორმის განხორციელებასთან ერთად, იქნება შემოსავლების ნაკლებობაც. ასე რომ მთავარი ამოცანაა, როგორ დავიყვანოთ მინიმუმამდე ამ რეფორმის გავლენა ბიუჯეტის დეფიციტზე, საბიუჯეტო შემოსავლებზე. მთავარი კითხვაა: არსებობს გზა, რომლის გატარებით მთავრობას შეუძლია შეზღუდოს რეფორმის გავლენა ბიუჯეტის დეფიციტზე? იქნებ არის შემოსავლის სხვა წყაროების მოძიების , ან გარკვეული ხარჯების შემცირების საშუალება და რაციონალური ხარჯვა ისე, რომ ბიუჯეტის დეფიციტის გაუარესებამ მუდმივი ხასიათი არ მიიღოს.
 
ცხადია ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მთავრობასთან, ამასთან დაკავშირებით ტექნიკური დახმარების მისია ჩამოვა სავარაუდოდ მაისში, რომელიც დაეხმარება მთავრობას იმ ღონისძიებების განსაზღვრაში, რომლებიც საშუალებას მისცემს კომპენსირება გაუკეთოს საბიუჯეტო დანაკარგებს, ასევე სისტემის იმგვარად ფორმირებაში, რომ ბიზნესისს არ დარჩეს შესაძლებლობა თავი აარიდოს გადასახადებს.

ჩვენ მივესალმებით მთავრობის გადაწყვეტილებას, ამ რეფორმის ამოქმედების ვადის გადაწევასთან დაკავშირებით 2017 წლის დასაწყისისათვის. ეს ძირითადი რეფორმაა საგადასახადო სისტემაში და ყველა უპირატესობა და ნაკლი კარგად უნდა იქნეს ყურადღებით გაანალიზებული", - განაცხადა აზიმ სადიკოვმა.

შეგახსენებთ, რომ გადასახადების ახალი სისტემა საქართველოში 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
ავტორი: ანა ცხოვრებოვა

22.ივლისი.2019 11:12
59

სამინისტრო: 6 თვეში ინფრასტრუქტურულ პროექტებს 673 მლნ ლარი მოხმარდა

ვრცლად
22.ივლისი.2019 09:45
147

დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავალი 57%-ით გაიზარდა

ვრცლად
22.ივლისი.2019 09:00
211

საქართველოსთვის ასათვისებელი ღვინის საექსპორტო ბაზრები

ვრცლად
21.ივლისი.2019 20:50
471

საქართველოში ტაილანდურ სერიალს იღებენ

ვრცლად
21.ივლისი.2019 19:50
2937

რა სქემით გაიზრდება პენსია 2021 წლიდან?

ვრცლად
21.ივლისი.2019 19:15
694

"აწარმოე საქართველოს" შედეგები – რა მიიღო ქართულმა ეკონომიკამ?

ვრცლად