17.მაისი.2019 21:20
საზოგადოება

"მიუხედავად ფორმალურად დაკმაყოფილებული მოთხოვნებისა, შპს "ნილს" ჰქონდა და აქვს ხარვეზები"

"მიუხედავად ფორმალურად დაკმაყოფილებული მოთხოვნებისა, შპს "ნილს" ჰქონდა და აქვს ხარვეზები"
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე აცხადებს, რომ ბაღებში საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.

როგორც გვანცელაძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, შპს "ნილთან" ხელშეკრულება სატენდერო პირობების დაკმაყოფილების ხარჯზე და მათი მხრიდან წარმოდგენილი ფასის გამო დაიდო, თუმცა ფორმალურად დაკმაყოფილებული მოთხოვნების მიუხედავად, ხარვეზების აღმოფხვრა ბოლომდე ვერ ხერხდება.

"პრობლემა იყო მომწოდებელი კომპანიის მხრიდან პროდუქტების შეფერხებით მიწოდებასთან დაკავშირებით, გუშინვე უმრავლეს ნაწილში ის აღმოიფხვრა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს მუშაობა.

ეს კომპანია ტენდერის გზით იქნა შერჩეული და ხელშეკრულება სატენდერო პირობების მიხედვით გაფორმდა. სატენდერო პიროებები საკმაოდ მკაცრია და გათვლილია ისეთ კომპანიაზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მაღალ სტანდარტს, დაწყებული ISO სტადრატით, დამთავრებლი ნებისმიერი ლაბორატორიული დასკვნით. დავგეგმეთ ტექნიკური დავალება ისე, რომ მაღალი ხარისხის მმართველების კომპანია უნდა მიგვეღო, თუმცა მიუხედავად ფორმალურად დაკმაყოფილებული მხარეებისა, გარკვეული ხარვეზები კომპანიას აქვს და ჰქონდა წინა წელსაც, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბაზრის ამ სეგმენტში ბევრი მოქმედი კომპანია არ არსებობს. კომპანიები, რომლებიც კვებით მომსახურებას ქმნიან, წესით უნდა იყვნენ ჩვენი სატენდერო პირობებით დაინტერესებულები, თუმცა აღმოჩნდა რომ გამარჯვებულია შპს „ნილი“ და მთავარი იყო ფასი, ამიტომ ხელოვნური ჩარევა შეუძლებელი გახდა და გაფორმდა ხელშეკრულება.

იმ შემთხვევავში თუკი ხელშეკრულება შეწყდება, ეს არ აისახება ბაღებზე და მოხდება კომპანიის ჩანაცვლება", – განაცხადა გვანცელაძემ.

ამასთან, სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მიუხედავად დარღვევებისა, ბაღის აღსაზრდელებისთვის მიწოდებული პროდუქცია მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში გადის და ხარისხთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს.

"ჩვენი რეაგირება მხოლოდ დაჯარიმებას არ ითვალისწინებს, რამდენიმე უწყება მუდმივ რეჟიმში ვაკონტროლებთ. ეს გახლავთ სურსათის უვნებლობის სააგენტო, მერიის შიდა აუდიტის სამსახური, საკრებულო, ჩვენი შიდა სააგენტოს მონიტორინგი.

ასეთი პრობლემები სხვა მომსაუხრე კომპანიებსაც ჰქონდათ, შესაძლებელია ნაკლებად, თუმცა დარღვევები ადრეც იყო. იგივე რძის პროდუქტებთან მიმართებით, რომელიც განპირობებულია საქართველოს ბაზარზე რძის დეფიციტით. „ნილი“ არის ერთ-ერთი მსხვილი რძის კომპნიის იმპორტიორი უკრაინიდან, ასე რომ არის ობიექტური ხარვეზები, რომელსაც აქვს ახსნა და არის მენეჯმენტის პრობლემები, თუმცა მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ყველა საკვები პროდუქცია დიდ ფილტრს გადის", - აღნიშნა გვანცელაძემ.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე

26.ივნისი.2019 11:15
53

ქართველი სტუდენტები დღეს მიუნხენში აქციას გამართავენ - "ნუ მაბრმავებ!"

ვრცლად
26.ივნისი.2019 00:02
2578

Грузия –ს ნაცვლად Сакартвело - პოროშენკოს ინიციატივა უკრაინის საგარეო უწყებას

ვრცლად
25.ივნისი.2019 23:40
1028

ალექსანდრე ჯეჯელავა ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს უფასო „ვორქშოპს“ სთავაზობს

ვრცლად
25.ივნისი.2019 22:00
9300

თემურ ჭყონია: აღშფოთებული დავრჩი ზაქარია ქუცნაშვილის ქონებით

ვრცლად
25.ივნისი.2019 21:56
312

პრემიერი: ის, რაც 20 ივნისს მოხდა პარლამენტში, შეცდომაა

ვრცლად
25.ივნისი.2019 19:02
731

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა

ვრცლად