მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იმპოსტი მეპ” - ხარისხზე ორიენტირებული საინჟინრო კომპანია

BM.GE
20.10.22 08:52
581
"იმპოსტი მეპ", სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს საინჟინრო სისტემების პროექტირებასა და მოწყობას მაღალი ხარისხის პროდუქციით, მაღალტექნოლოგიური მიდგომებითა და თანამედროვე სტანდარტების დაცვით სთავაზობს. რამდენიმე თვის წინ „ჯორჯიან თაიმსის“ XXII ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაში მონაწილე საუკეთესო კომპანიებს შორის ნომინაციაში „საერთაშორისო სტანდარტების ინიციატორი, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობის საიმედო და სტაბილური პარტნიორი” - საინჟინრო კომპანია იმპოსტი მეპ (IMEP) დასახელდა. რა მიმართულებებით მუშაობს კომპანია და როგორია მათი ხედვა?