12.ივნისი.2019 15:56
საზოგადოება

"მაგთი ფიქსის ტექნოლოგია მორალურად მოძველებულია"-"მაგთი" ლიცენზიის ამოწურვასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

"მაგთი ფიქსის ტექნოლოგია მორალურად მოძველებულია"-"მაგთი" ლიცენზიის ამოწურვასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

მაგთიკომი „მაგთი ფიქსის" ლიცენზიის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

კომპანიის მიერ bm.ge-ისთვის მოწოდებულ განცხადებაში იმ გარემოებებზეა საუბარი, რასაც მაგთი ფიქსის მომსხურების შეწყვეტის გადაწყვეტილება ეფუძნება.

„მაგთიკომი არაერთგზის შეეცადა, შეენარჩუნებინა მაგთი ფიქსის მომსახურება, გაეგრძელებინა CDMA ლიცენზიის მოქმედების ვადა და გაეთვალისწინებინა მომხმარებლების, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესები, მიუხედავად იმისა, რომ CDMA ტექნოლოგია მორალურად მოძველებულია და მაგთი ფიქსის აბონენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

მაგთიკომმა მაგთი ფიქსის მომსახურების შენარჩუნებასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან კონსულტაციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, რათა გაერკვია არსებული საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში ან საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ლიცენზიის გაგრძელების შესაძლებლობა, რომელიც გაითვალისწინებდა არსებულ რეალობას: მოძველებული ტექნოლოგიის პერსპექტივას, აბონენტების მცირე რაოდენობას და სხვა არსებით გარემოებებს.

სამწუხაროდ, გავლილი კონსულტაციების საფუძველზე, ასეთი შესაძლებლობა (კანონიერი) გამოირიცხა. შესაბამისად, მაგთიკომი იძულებული გახდა, მიეღო გადაწყვეტილება მაგთი ფიქსის მომსახურების შეწყვეტაზე, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო.

მაგთიკომისთვის, როგორც კანონმორჩილი და ბიზნეს ეთიკური კომპანიისთვის, მიუღებელია ნებისმიერი საჯარო განცხადება, რომელიც ზიანს აყენებს კომპანიის არსებულ იმიჯს. მაგთიკომს არასდროს განუცხადებია უარი, უფრო მეტიც, დღესაც მზად არის განიხილოს და დაეთანხმოს ნებისმიერ გონივრულ წინადადებას, რაც შესაძლებელს გახდის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, უზრუნველყოფილ იქნას მაგთი ფიქსის მომსახურების უწყვეტობა.

მაგთიკომს არანაირი სურვილი არ აქვს, საკუთარ აბონენტებს ამა წლის 17 ივნისს შეუწყვიტოს მომსახურების მიღება, პირიქით, ჩვენი მიზანია მისი შენარჩუნება, თუმცა, ლიცენზიის არარსებობის პირობებში, მომსახურების შეწყვეტა კომპანიის კანონისმიერი ვალდებულებაა“, - ნათქვამია „მაგთიკომის“ განცხადებაში.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ანალიტიკური პორტალის მონაცემებით, 2019 წლის მარტის მდგომარეობით, მაგთიკომსს 111, 430 მაგთი ფიქსის მომხმარებელი ჰყავს, შესაბამისად თუ მაგთი გადაწყვეტილებას არ შეცვლის ამდენივე მომხმარებელი სატელეფონო მომსახურების გარეშე დარჩება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში მაგთი ფიქსის მომხმარებელთა რაოდენობა მცირდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიას 153,207 აბონენტი ჰყავდა. 2018 წლის ბოლოს მაგთი ფიქსის მომხმარებლების რიცხვი 121,463-მდე შემცირდა. 2017 წლის ბოლოს მათი რიცხვი 168,548 იყო.

ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

19.ივნისი.2019 17:49
1264

ათეულობით მლნ ლარის ზიანი სახელმწიფოს - პასუხისგებაშია 23 მეწარმე, მათგან 17 პირი პატიმრობაშია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:22
79

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

ვრცლად
19.ივნისი.2019 16:56
108

„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“: ტექინსპექტირების ერთ-ერთი ცენტრის სარეკლამო შეტყობინებებს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს

ვრცლად
19.ივნისი.2019 15:35
1124

როგორია ჯანდაცვის ახალი მინისტრის CV

ვრცლად
19.ივნისი.2019 15:25
183

ქართული სტარტაპი, რომელიც ქვეყანაში ინგლისურის ონლაინ-სწავლებაზე ზრუნავს

ვრცლად
19.ივნისი.2019 13:36
250

"საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ვრცლად